• რეკლამა
  • კონტაქტი
00:54, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აჭარაში ოპოზიციამ 97 615 ხმა მიიღო, „ოცნებამ“ – 82 687 – უმრავლესობით კი მაინც “ოცნება” შედის უმაღლეს საბჭოში

ალია ავტორი - ალია
16:37 11-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

აჭარაში ჯამში 14 928 ხმით მეტი მიიღო მთლიანობაში ოპოზიციამ, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“. უსკო-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 97 615-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი [54,1%], ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 82 687-მა [45.9]. საკუთარი არჩევანი აჭარის რეგიონში სულ 180 302-მა ადამიანმა დააფიქსირა.

ბათუმის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 12 227-ით მეტი ხმა

  • ოპოზიციის ხმები – 45 214
  • ქართული ოცნების ხმები – 32 987
  • სხვაობა – 12 227

ქობულეთის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 321-ით მეტი ხმა

  • ოპოზიციის ხმები – 21 185
  •  ქართული ოცნების ხმები – 20 864
  • სხვაობა – 321

ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 2 380-ით მეტი ხმა

  • ოპოზიციის ხმები – 31 216
  • ქართული ოცნების ხმები – 28 836
  • სხვაობა – 2 380

ამ მოცემულობის მიუხედავად, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის შესძლებლობა მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას აქვს  – „ქართულ ოცნებას“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“. იმის მიუხედავად, რომ რეგიონში ამომრჩევლების უმრავლესობა კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენს ხელისუფლების მიმართ და არ აურჩევია „ქართული ოცნება“, უმაღლეს საბჭოში მანდატების უმრავლესობას სწორედ „ქართული ოცნება“ მიიღებს.

უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან კი, ეს ბარიერი მხოლოდ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადალახა. აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 21 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ცალ-ცალკე იბრძოდა. ამ მოცემულობით ოპოზიცია ერთიანი რომ ყოფილიყო, არჩევნებსაც მოიგებდა და მანდატების უმრავლესობასაც ის მიიღებდა.

ამ არჩევნებში გაზრდილი იყო ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი. 31 ოქტომბრის არჩევნებში აჭარის რეგიონში აქტივობამ 59.12 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2016 წელს აქტივობის მაჩვენებელი იყო 52.97 პროცენტი.

ოპოზიცია, როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში პროტესტის ნიშნად შესვლას არ აპირებს. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.

არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული „ქართული ოცნებისთვის“ არც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მიუცია ამომრჩევლების უმრავლესობას. უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება ბათუმის, ასევე ქედის, ხელვაჩაურის, შუახევის და ხულოს მაჟორიტარულ ოლქებში.

ჯერ კიდევ გაურკვეველია ქობულეთის ბედი, სადაც უსკო-ს მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – ცოტნე ანანიძემ 50.05 ხმა დააგროვა [ზუსტად 22 ხმით მეტი, ვიდრე არჩევნების მოსაგებად იყო საჭირო]. ქობულეთში ხუთ საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის შედგა და რამდენიმე შემთხვევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ ასაჩივრებს. საჩივრები ჯერ საოლქო კომისიაში არ განუხილავთ.

მთავარი ფოტო: ფოტოზე წითელი კვადრატით აღნიშნულია ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებული ხმები, ლურჯი კვადრატით კი – “ქართული ოცნების” მიერ მიღებული.

წყარო – ბათუმელები

თეგები: 2020 არჩევნებიაჭარა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved