ფოტო – ფორმულა
ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა აჭარა ტექსტილის 19 თანამშრომელი მოიწამლა.
სავარაუდოდ ინტოქსიკაციის შემთხვევები საკვებ პროდუქტს უკავშირდება.
ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, 19 პირიდან 16 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო სამმა, ვინც შედარებით მსუბუქად იყო, ჰოსპიტალიზებაზე უარი განაცხადა.
კომენტარები