• რეკლამა
  • კონტაქტი
17:03, პარასკევი, 19 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასტროლოგიური პროგნოზი კორონას გამო თვითიზოლაციაში მყოფი ნიშნებისთვის

ალია ავტორი - ალია
23:15 03-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

მწერალი და ასტროლოგი, რამაზ გიგაური, ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

„ასტროლოგიური პროგნოზი კორონას გამო თვითიზოლაციაში მყოფი ნიშნებისთვის

შემდგენელი: თვითიზოლაციაში მყოფი რამაზ გიგაური

ვერძი – სასიკეთო დღეა ვარჯიშისთვის. გადით აივანზე, ღრმად ისუნთქეთ. ასე ღრმადაც არა, ყელი არ გაიციო. ვერძი, ვერძი, ნუ სუნთქავ. არაა, სუნთქვა გააჩერე და ხრჩობა დაიწყე-მეთქი, ისიც არ მითქვამს. ღმერთოო, რა შეგცოდე?
კურო – დღეს რამე გემრიელი მიირთვით. და… პიცას ხომ არ გამოიძახებდი? რა, შაურმა გინდა? მოკეტე, თორემ გაგიყვან აივანზე და ამოუდგები ვერძს გვერდით გაღებული პირით.
ტყუპი – კარგია დღეა სახლში სირბილისთვის, მაგრამ წყვილ-წყვილად ნუ ირბენთ, გაიშალეთ. რა, ვერ იშლებით? მაშინ ნიღბები გაიკეთეთ? ჰო, ორივემ!
კირჩხიბი – მოძებნეთ ბებიათქვენის დამზადებული საყვარელი მურაბა, არ გაგინებ, თქვენი ძვირფასი ბებიის დამზადებული ტკბილი მურაბა-მეთქი. დიახ, შემდეგ თვალზე მომდგარი კურცხალი მოიწმინდეთ და დედათქვენი გახსნილ მურაბაზე დაპატიჟეთ. მამაც, კირჩხიბი, მამაც. განა მეზობლის მამა?!
ლომი – ნუ დაირქმევთ კორონას ამაყად და ნუ გეგონებათ რომ დღეს მსოფლიოს ყველა ტელევიზია თქვენს ხსენებაშია. გახსოვდეთ, კორონას ზალიკო ბერგერიც ახსენებს და არც თუ კარგ კონტექსტში.
ქალწული – კარგი დღეა ხელების არ დაბანისთვის. ხომ გაიგე? ქალწული, ნუღარ იბან ხელებს ასე გამწარებით შვილო, გაგიდნა ეგ ხელები და გაჰყვა საპნიან წყალს. ნუ გეშინია. ნუღარ იბან! არ მაქვს საპონი. არც სპირტი არ მაქვს! რა მჟავა ქალწული, რა მჟავა?! აჰ, გოგირდმჟავა?! ღმერთოო…
სასწორი – შეეცადეთ, პარტნიორთან ერთად … პარტნიორს არ სცალია? რას აკეთებს აბა?! აჰ, დაღალე კამათით? დაღლიდი შენი ჭირიმე. დილას აქეთია რაც ვირუსოლოგიაზე, მსოფლიო გეოპოლიტიკაზე, მასონებზე და კულინარიაზე ეკამათები. კი გასძვრებოდა სიქა. მიდი, გამოუცხადე მხარდაჭერა. კი კარგი დღეა პარტნიორის მხარდაჭერისთვის.
მორიელი – შეეცადეთ მშვიდად იყოთ, ამასთანავე, მიკრო წყალბადის ბომბის დამზადებას და ასევე სოდისგან, ლიმონისგან და სპირტისგან შინაური ციანიდის დამზადებას თავი დაანებოთ და პარტნიორთან ერთად განმარტოვდეთ საძინებელში. რა, პარტნიორი არ გყავს? სასწორს ხომ ჰყავს?
მშვილდოსანი – დღეს კარგი დღეა საზღვაო მოგზაურობისთვის, ამიტომ აავსეთ აბაზანა და გაბედულად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ. ფორტუნა მალდივის კუნძულებზე გეძახით, ამიტომ სავსე აბაზანაში რამდენიმე სურნელოვანი საპნის ჩაგდება არ დაგავიწყდეთ.
თხის რქა – სასწაული დროა ბიზნესის დასაწყებად და საკუთარი ბოსის ადგილის ხელში ჩასაგდებად, ამიტომ სასწრაფოდ შეადგინეთ ნიღბების დამზადების ბიზნეს-გეგმა და საკუთარი ბოსის ბოსს კომპანიის გადარჩენის და განვითარების გეგმაც წარუდგინეთ.
მერწყული – შესანიშნავი დღეა საკუთარი ორიგინალურობის წარმოსაჩენად, ამიტომ, ვერძი შემოიყვანეთ აივნიდან და იქ საძინებელი მოიწყეთ. ნურც მშვილდოსნის აბაზანიდან ამოყვანასა და ამ აბაზანის აივანზე… რა, მშვილდოსანმა გაგინათ? მაცალე მაშინ, ახალს მოვიფიქრებ რამეს. თვითონ მოიფიქრებ? შენ კი მოიფიქრებ. მიდი, აბა!
თევზები – დღეს კარგი დღეა ერთი ჭიქა კონიაკის დასალევად. რა? თევზები არ არის. და რომელი ბრძანდებით? თევზების დედა ხართ? თევზები სად არის? სძინავს? რატომ? დეპრესიაში იყო და დათვრა? დარჩა რამე იმ ბოთლში ქალბატონო? დიდი მადლობა, ძალიან გულისხმიერი ყოფილხართ.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე
ახალი ამბები

გახსენი 20-21 დეკემბრის შეთავაზებები თიბისის საახალწლო კალენდარზე

12:43 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved