შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია Astrazeneca-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია. ამის შესახებ გამოცემა Financial Times იუწყება.
კომპანიის ხელმძღვანელმა, პასკალ სორიოტმა Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინდური შტამის მიმართ პრეპარატის ეფექტურობა მხოლოდ უმნიშვნელოდ დაბალია, ვიდრე ვირუსის პირვანდელი შტამის მიმართ.
მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა, ჰარნს კლიუგემ განაცხადა, კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ახალ ვაქცინებს, როლებიც ამ დროისთვის ევროპაში პანდემიასთან საბრძოლველად გამოიყენება, სავარაუდოდ, ვირუსის ყველანაირი სახიფათო ვარიანტის დამარცხება შეუძლიათ.
კომენტარები