ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 20 ივნისს “სამუშაო ვიზიტით” მოსკოვში გაემგზავრა. ინფორმაციას დე ფაქტო პრეზიდენტის ოფისის ე.წ პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ისინი წერენ, ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის სხვადასხვა წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.
ცნობისთვის, ასლან ბჟანია მოსკოვში 18 აპრილსაც იმყოფებოდა. შეხვედრების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტი მოსკოვში იყო თებერვალში. 9 ივნისს კი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამთავრობო დელეგაცია.














კომენტარები