სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ბელარუსში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას News Abkhazia ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბჟანია ვიზიტის ფარგლებში, მინსკში ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.
გამოცემა იუწყება, რომ შეხვედრაზე მხარეები თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
გარდა ამისა, News Abkhazia–ის ინფორმაციით, იგეგმება ბჟანიას ვიზიტი მოსკოვში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევიც ჩავა.
კომენტარები