• რეკლამა
  • კონტაქტი
05:19, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ში TikTok-ის გამოყენება შესაძლოა აიკრძალოს

ალია ავტორი - ალია
11:43 04-24-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
115

აშშ-ის სენატმა საეტაპო კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ამერიკაში, შესაძლოა, TikTok-ის გამოყენება აიკრძალოს. სენატის განცხადებით, Tiktok-ის მფლობელმა ჩინურმა კომპანია ByteDance-მ ცხრა თვის ვადაში თავისი აქციები უნდა გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებულ შტატებში აპლიკაცია დაიბლოკება.

კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეცემა. აღნიშნული ინიციატივა ოთხი კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინისთვის, ისრაელისთვის, ტაივანისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ის სხვა პარტნიორებისთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარებას. კანონპროექტს 79-მა სენატორმა დაუჭირა მხარი 18-ის წინააღმდეგ.

„წლების განმავლობაში, ჩინეთის კომუნისტურ პარტიას უფლებას ვაძლევდით, რომ გაეკონტროლებინა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია ამერიკაში, რაც სახიფათოდ არაშორსმჭვრეტელური პოლიტიკა იყო. ახალი კანონით მის ჩინელ მფლობელს აპლიკაციის გაყიდვა დაეკისრება. ეს წინგადადგმული ნაბიჯია ამერიკისთვის“, – თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ.

როგორც BBC-ი წერს, კონგრესს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა იმ შიშმა, რომ მილიონობით ამერიკელის შესახებ მონაცემები შეიძლება ჩინეთმა გააკონტროლოს.

როგორც ByteDance-მა BBC-ს განუცხადა, კომპანიას არ აქვს მყისიერი პასუხი სენატის ამ ნაბიჯზე. მანამდე კი ფირმამ განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა TikTok-ის აქციების იძულებით გაყიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მცდელობას.
„ByteDance არ არის ჩინეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის აგენტი. ის არც ჩინური კომპანიაა, მისი აქციების 60%-ს გლობალური საინვესტიციო ფირმები ფლობენ,“ – განაცხადა TikTok-მა.

თუ აშშ ByteDance-ს TikTok-ის აქციების გაყიდვაზე დაითანხმებს, ნებისმიერი გარიგებისთვის საჭირო იქნება ჩინეთის ოფიციალური პირების თანხმობა, თუმცა პეკინმა პირობა დადო, რომ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს გააპროტესტებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ პროცესს შესაძლოა წლები დასჭირდეს.

„ამ პროცესს ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლა მოჰყვება, რაც დაახლოებით ორ წელს გულისხმობს. თუ ცხრა თვის განმავლობაში არ მოიძებნება ByteDance-ის აქციების მყიდველი, შესაძლოა შეერთებულ შტატებში TikTok-ის წინააღმდეგ ნებისმიერი ზომის მიღება კიდევ უფრო გაჭიანურდეს,“ – თქვა რიჩმონდის უნივერსიტეტის პროფესორმა, კარლ ტობიასმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved