ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსი ორ კატას დაუფიქსირდა. ამის შესახებ Assosiated Press-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცხოველებს რესპირატორული დაავადების მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ და ვირუსი პატრონისა და მეზობლისგან გადაედოთ. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს ქვეყანაში შინაური ცხოველის COVID 19-ით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევაა.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ცხოველებში ვირუსის შემთხვევები იშვიათია და ის მათ ადამიანისგან მიიღებს. ცხოველიდან ადამიანზე გადადების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
კომენტარები