ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსი თეთრკუდიან ირმებს დაუდგინდათ. ამის შესახებ smithsonianmag.com იუწყება.
აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ირმების მესამედს კვლევების შედეგად ანტისხეულები აღმოაჩნდათ.
როგორც ვირუსოლოგმა არინჯაი ბანერჯიმ განაცხადა, ეს ველურ ბუნებაში კორონავირუსის მასიური გავრცელების პირველი დადასტურებული შემთხვევაა. ამჟამად მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ, გადაეცემა თუ არა კორონავირუსი ირმიდან ირემზე და შეიძლება თუ არა ველური ცხოველისგან კორონავირუსი შინაურ ცხოველებს გადაედოს.
მეცნიერები ამბობენ, რომ ისინი სხვა ცხოველებში კორონავირუსის გავრცელების ფაქტებსაც შეისწავლიან.
კომენტარები