• რეკლამა
  • კონტაქტი
12:33, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ში ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ემზადებიან

ალია ავტორი - ალია
10:27 01-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Democratic presidential candidate former Vice President Joe Biden speaks Wednesday, Nov. 4, 2020, in Wilmington, Del. (AP Photo/Carolyn Kaster)

Democratic presidential candidate former Vice President Joe Biden speaks Wednesday, Nov. 4, 2020, in Wilmington, Del. (AP Photo/Carolyn Kaster)

Facebook-ზე გაზიარება
29

ამერიკის შეერთებულ შტატებში 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. დღეს ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ფიცის დადების შემდეგ უფლებამოსლების შესრულებას ოფიციალურად შეუდგებიან. ცერემონია ვაშინგტონში უკიდურესად გამკაცრებული უსაფრთხოების ზომების პირობებში გაიმართება. 6 იანვარს კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ დედაქალაქში პოლიციის დამატებითი ძალები და ეროვნული გვარდიის დანაყოფები განთავსდნენ.

ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონის ქუჩებში უსაფრთხოების ეროვნული გვარდიის 25 ათასამდე წევრი უზრუნველყოფს. ცნობისთვის, 2017 წელს, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონში უსაფრთხოებას ეროვნული გვარდიის რვა ათასი წარმომადგენელი იცავდა.

ქალაქში გადაკეტილია ქუჩების ნაწილი. ასევე, დაკეტილია ათზე მეტი მეტროსადგური.

კორონავირუსის გამო, შეზღუდულია ინაუგურაციაზე დამსწრეთა რაოდენობა. ჯერ კიდევ კაპიტოლიუმის შტურმამდე, ბაიდენის ინაუგურაციის კომიტეტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, დარჩნენ სახლში, რათა თავიდან აიცილონ ხალხმრავლობა. დახურული იქნება ვაშინგტონის ეროვნული პარკი, სადაც აღიმართა 200 ათასი დროშა.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უმეტესობა ვირტუალურად ჩატარდება.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კაპიტოლიუმის წინ ფიცს დადებს. მოგვიანებით კი, არლინგტონის სასაფლაოზე გაემართება, სადაც უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს. როგორც მოსალოდნელია, არლინგტონის სასაფლაოზე ბაიდენთან ერთად იქნებიან ყოფილი პრეზიდენტები – ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი. არლინგტონის სასაფლაოდან აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი თეთრი სახლისკენ გაემართება.

ბაიდენის წინამორბედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიალს არ დაესწრება, ის თეთრ სახლს 20 იანვარს, დილით დატოვებს. როგორც ცნობილია, ამავე დღეს დონალდ ტრამპი მერილენდში მდებარე სამხედრო ბაზაზე გამოსამშვიდობებელი ღონისძიების გამართვას გეგმავს.

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.

ოფიციალური ცერემონიის დროს, ეროვნულ ჰიმნს შეასრულებს ლედი გაგა. რაც შეეხება ინაუგურაციის დღის კონცერტს, როგორც ცნობილია, წარმოდგენას გაუძღვება მსახიობი ტომ ჰენქსი. მონაწილეთა შორის ასახელებენ ჯენიფერ ლოპესს, დემი ლოვატოს, ჯონ ლეჯენდს და ჯასტინ ტიმბერლეიკს. 90-წუთიანი კონცერტის ტრანსლაცია ტელევიზიებითა და ინტერნეტპორტალ „იუთუბით“ განხორციელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved