აშშ-ში, სამხრეთ ილინოისში, ედვადსვილში მდებარე Amazon-ის საწყობს ტორნადომ გადაუარა, – ამის შესახებ BBC წერს.
სახურავის ჩანგრევის შემდეგ, შენობიდან ათობით ადამიანმა ვეღარ შეძლო გამოსვლა. ზოგი მედიასაშუალება მსხვერპლის შესახებაც წერს და იუწყება, რომ 6 ადამიანია დაღუპული.
ილინოისი არაა ერთადერთი შტატი, რომელსაც ტორნადომ გადაუარა. სტიქია რამდენიმე შტაში დაფიქსირდა და, შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები