გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აშშ-სა და ისრაელს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, ხოლო ირანს მეზობლებზე თავდასხმების დასრულებისკენ.
უფრო ფართო ომის ზღვარზე ვართ, რომელიც მთელ ახლო აღმოსავლეთს მოიცავს და მსოფლიოს მასშტაბით დრამატული გავლენა ექნება…
როდესაც ჰორმუზის სრუტე გადაკეტილია, მსოფლიოს ყველაზე ღარიბებსა და მოწყვლადებს სუნთქვა არ შეუძლიათ…
ჩემი მესიჯი ნათელია, აშშ-სა და ისრაელისთვის, ომის დასრულების დროა, რომელიც უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვას იწვევს და უკვე გამოიწვია გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები.
ირანს – დაასრულეთ თქვენს მეზობლებზე თავდასხმები”, – განაცხადა გუტერეშმა.














კომენტარები