• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, ოთხშაბათი, 6 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ს საელჩო ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხზე სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი ავთენტურია

ალია ავტორი - ალია
11:28 04-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,714

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ადასტურებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი, რომელსაც სააგენტო­ globalnews.ge აქვეყნებს, ავთენტურია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საელჩოს პრესსამსახურში განუცხადეს.

შეგახსენებთ: სახელმწიფო დეპარტამენტმა globalnews.ge-ს შეკითხვას, თუ როგორია საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიცია, წერილობით უპასუხა.

კერძოდ, www.globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, ტემი ბრუსს, ბრიფინგზე შემდეგი შეკითხვა დაუსვა:

„გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?”

სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ ოფიციალურ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს – როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი.

შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტისგან მიღებულ წერილში, რომელსაც გამოცემა აქვეყნებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
ახალი ამბები

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

17:24 08-04-2025
კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
ახალი ამბები

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

17:21 08-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved