• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, შაბათი, 13 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აშშ-ს ეს გეგმა, უფრო რუსეთის ინტერესების გამტარებლია და ძალიან უსამართლოა უკრაინის მიმართ” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:15 04-24-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,108

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მიიღეს სამართლიანი წინადადებები აშშ-სგან ომის დასრულების შესახებ.
ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, თუკი აშშ ამ სამშვიდობო ინიციატივაზე უკრაინისა და რუსეთისგან დადებით პასუხს არ მიიღებს, შეერთებული შტატები დატოვებენ მოლაპარაკებების პროცესს და აღარ იქნებიან შუამავლები უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN წერს, შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა უკრაინაში ომის დასრულების “სამშვიდობო გეგმა” , რომლის მიხედვითაც აშშ ყირიმის ნახევარკუნძულს იურიდიულად აღიარებს რუსეთის ნაწილად, აგრეთვე ცნობს რუსეთის ფაქტობრივ კონტროლს 2022 წლის შემდეგ ოკუპირებულ თითქმის ყველა ტერიტორიაზე. გამონაკლისია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მისი მიმდებარე რაიონი, რომელიც ტრამპის გეგმის თანახმად ნეიტრალურ ტერიტორიად უნდა გამოცხადდეს და აშშ-ს კონტროლს ქვეშ გადავიდეს. უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატოში წევრობაზე. თეთრი სახლი ლონდონში გასამართ შეხვედრაზე უკრაინის მხრიდან ამ წინადადებაზე პასუხს ელოდა, მაგრამ ეს შეხვედრა გაუქმდა.
ტრამპის ადმინისტრაცია უბრალოდ ვერ ხვდება, რომ უკრაინა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ წავა ასეთ დათმობებზე და ვერ გაასხვისებს საკუთარ ტერიტორიებს, რომელსაც უკვე სამი წელია ასობით ათასი საკუთარი მებრძოლის სისხლის და უზარმაზარი ნგრევის ფასად იცავს.
თავის მხრივ, რუსეთს ყირიმის გარდა, უკრაინის კიდევ ოთხი ოლქი, დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე კონსტიტუციაში აქვს შეტანილი, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი, შესაბამისად, პუტინს არ აქვს შსაძლებლობა, საერთაშორისო შეთანხმების დადებით ეჭვს ქვეშ დააყენოს ამ ტერიტორიების რუსეთისადმი კუთვნილების საკითხი. ასეთი უფლებამოსილების არქონის გარდა, ეს დაანგრევს პუტინის იმიჯს რუს ხალხში, განსაკუთრებით მის ნაციონალისტურად განწყობილ ნაწილში, ხაზს გადაუსვამს მის ისტორიულ როლს, როგორც რუსეთის მიწების შემკრები ლიდერის, წყალს შეუყენებს სამხედროებისა და სპეცსამსახურების მხრიდან მის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას. ამიტომ საეჭვოა, რომ პუტინი ტრამპის შეთავაზებას დათანხმდეს.
ახლა დაიწყება დიპლომატიური სიურპლასები იმაზე, თუ ვის დაბრალდება ამ მოლაპრაკებების ჩაშლა, რუსეთს თუ უკრაინას.
ჩემი აზრით, აშშ მებისმიერ შემთხვევაში, დროებით მაინც გავა ამ მოლაპარაკებების პროცესიდან და მგონი მხარეებისთვის ასეთი არარეალისტური “სამშვიდობო გეგმის” შეთავაზება, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია როგორც რუსეთის, ასე უკრაინისთვის , სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ტრამპს მიეცეს საშუალება ხელები დაიბანოს. აშშ-ს პრეზიდენტს უნდა ისე დატოვოს შუამავლის პოზიცია, რომ თქვას, თითქოს მან ყველაფერი გააკეთა მშვიდობისთვის, ხოლო მოლაპარაკების ჩაშლა რუსეთს და უკრაინას დააბრალოს, რომლებიც მზად არ აღმოჩნდნენ შეთანხმების მისაღწევად.
ძალიან ბევრი რამაა ახლა ევროპაზე დამოკიდებული. შეძლებენ თუ არა ევროპელები, ეყოფად თუ არა სიმტკიცე ბოლომდე დაუდგნენ უკრაინელებს გვერდში, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო – ეკონომიკური კუთხით? შეძლებენ ისინი ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლონ აშშ-ს დახმარება? ესაა ახლა მთავარი საკითხი. ტრამპთან, მგონი, ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეულია. ახლა მთავარია მან ის ეკონომიკური პოლიტიკა განაგრძოს, რომელიც ნავთობზე დაბალ ფასებს შეინარჩუნებს. მისგან ესეც ხეირია.
ამავე დროს, ფაქტია, რომ ომმა და სანციებმა რუსეთის ეკონომიკა წინაკრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა. ჩემი აზრით, ახლა პუტინის სასიცოცხლო ინტერესებშია, ყალბ მშვიდობაზე დათამხებით რუსეთზე დადებული სანქციების რამენარად მოხსნა და ამ გზით რუსეთის ეკონომიკისთვის ამოსუნთქვის საშუალების მიცემა. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ რუსეთის პრეზიდენტი უეცრად “მშვიდობის მტრედი” გახდა, არამედ ის, რომ რუსეთს საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები ეწყება და თუკი არაფერი შეიცვალა, თან ნავთობზე ფასების ვარდნა გაგრძელდა, ამ წლის ბოლო და 2026 წელი, პუტინის ხელისუფლებისთვის უმძიმესი შეიძლება აღმოჩნდეს. ორ სახელმწიფო ფონდში გადანახული ასობით მილიარდი, რითაც პუტინი აფინანსებდა ომსაც და ახერხებდა მოსახლეობის წინაშე სახელმწიფოს სოციალურ ვალდებულებების გასტუმრებას, ფაქტობრივად ამოიწურა. ერთი ფონდი უფულობის გამო კარგა ხანია აღარ არსებობს, მეორეში დარჩენილი რეალური თანხა კი ამ წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვას ან ეყოფა, ან არა. ინფლაცია ძალიან მაღალია, ორნიშნა ნიშულიდან არ ჩამოდის, რის გამოც რუსეთში სამოქალაქო პროდუქციის წარმოება, რომლის გაყიდვამ შეიძლება შემოსავალი მოიტანოს, თითქმის შეუძლებელია. ნავთობზე ფასი ეცემა, რუსული “ურალსი” მაქსიმუმ 55 დოლარის ფარგლებში იყიდება, როცა ბიუჯეტის შემოსავლებში მისი ფასი დათვლილია მინიმუმ 70 დოლარზე. სამხედრო წარმოება კი იზრდება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ რესურს ისვრის ჰაერში, რადგანაც ეს წარმოება ეკონომიკური კუთხით მხოლოდ ზარალია. შენ უშვებს ყუმბარას, ხარჯავს რესურსს, იხდი ხელფასს და ა.შ. გაისვრი და აღარ გაქვს, კვლავ ხარჯავ რესურსს ახალი ყუმბარის წარმოებაში, კვლავ გაისვრი, ისევ აღარ გაქვს და ა.შ. ასეთ ზრდას მხოლოდ სახელმწიფო გაღარიბება მოაქვს, რომლის კომპენსირებას ჯარი სამხედრო წარმატებებით ვერ ახერხებს. რუსეთის არმიამ, 2024 წლის ერთი წლიანი შტურმის შედეგად, რომელსაც ასობით ათასი ჯარისკაცი შეეწირა, დაიპყრო ტერიტორია, რომელიც კახეთის რეგიონის ფართობს ძლივს აღმატება. ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, კიევს რომ თავი გავანებოთ, კონსტიტუციაში რუსეთის განუყოფელ ნაწილად შეყვანილი ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დაპყრობასაც კი წლები დაჭირდება. მოკლედ, რუსების რესურსებიც ულევი აღარ არის.
ამიტომ ვფიქრობ, რომ, აშშ-ს ეს გეგმა, მაინც უფრო რუსეთის ინტერესების გამტარებლია, თუნდაც ყირიმის ანექსიის და რუსეთზე სანქციების მოხსნის საკითხში და ძალიან უსამართლოა უკრაინის მიმართ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული – მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

15:28 12-12-2025
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

13:58 12-12-2025
BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

BIAFF 2025 – ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

13:49 12-12-2025
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
ახალი ამბები

გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები

12:52 12-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved