• რეკლამა
  • კონტაქტი
12:16, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისგან მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:40 04-04-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
357

[აშშ-ს] ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები. ყველაფერი ხელის გულზე დევს, არაფერს არც ახსნა და არც განმარტება არ სჭირდება, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მთავრობა მზადაა აშშ-თან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

„წინა ადმინისტრაციაზე ვამბობდი ხოლმე, რომ ურთიერთობების აღსადგენად თუ მოსაგვარებლად, მნიშვნელოვანი იყო, წინა ადმინისტრაციას საკუთარი გადაცდომები ეღიარებინა. ხშირად მითქვამს არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, არამედ სხვათა მიმართაც, რომ ბოდიში მოეხადათ ქართველი ხალხისთვის, იმისთვის, რაც ქართველ ხალხს წლების განმავლობაში ზოგიერთმა ორგანიზაციამ გაუკეთა, რომ საზოგადოება გაეთიშა და ძირი გამოეთხარა დემოკრატიისთვის. წინა ადმინისტრაციას რასაც ვსაყვედურობდით, მოქმედმა ადმინისტრაციამ დაადასტურა, იმ დონეზე დაადასტურა, რომ წინა პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს სანქციები დაადო და შეუწყვიტა წვდომა ინფორმაციაზე, რომელზეც ყოფილი თანამდებობის პირებს წვდომა აქვთ ხოლმე. დაასანქცირა – ბაიდენი, ბლინკენი და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები. ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ მოველით მხოლოდ სწორი დასკვნების გამოტანას, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ხელის გულზე დევს ყველაფერი, არაფერს არც ახსნა და არც განმარტება სჭირდება, თავად ახალი ადმინისტრაციის მიერ დადასტურებული არის, თუ რას სჩადიოდა საქართველოს წინააღმდეგ ამერიკის ხალხის ფულის გამოყენებით ზოგიერთი ორგანიზაცია, ამას ახლა უბრალოდ სწორი დასკვნის გამოტანა სჭირდება.

გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ტარიფებთან დაკავშირებით და დიდი ქვეყნების რეაქციები ვნახეთ, რომელთაც დიდად შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენ ჩვენი პოლიტიკური წუნიდან თუ ზომიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობების გადატვირთვის საკითხზე დიდი გავლენა არ გვაქვს. ჩვენ მზაობას ვაცხადებთ, რომ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს და დაემყაროს ნამდვილ, თანასწორ, ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებულ სტრატეგიულ ურთიერთობას და არა ისეთს, როგორსაც სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაცია უყურებდა საქართველოს, როგორც დაბალ ღობეს და ზოგიერთი ქვეყანა დღესაც ასე განგვიხილავს, როგორც ვატყობთ. მოველით, რომ შესაბამისი დასკვნები იქნება გამოტანილი წარსულიდან, თუ რამ გააფუჭა ეს ურთიერთობები”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved