თურქეთის რუსეთთან ეკონომიკურად დაახლოების შემთხვევაში, აშშ-მა შესაძლოა დასავლურ კომპანიებს მოუწოდოს, რომ თურქეთის ბაზარი დატოვოს. ამის შესახებ Politico ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება., წერს „gtmadia“
„ჩვენ გვჯერა, რომ თურქეთი ბიზნესისა და კაპიტალის გლობალური მიმართულება უნდა იყოს, მაგრამ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა რეალურ რისკებს შეუქმნის თურქეთს დანარჩენ მსოფლიოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – აცხადებს წყარო.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ნატოს მოკავშირეს თურქეთს მოუწოდა, „აეცილებინა შეთანხმებები“ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან. დასავლეთის ქვეყნები არ გამორიცხავენ თურქეთის წინააღმდეგ სადამსჯელო ზომების შემოღებას რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების ფონზე.
კომენტარები