უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა სხვა დიქტატორებთან მიმართებაშიც იმავე გზით მოაგვარონ პრობლემა, როგორც ვენესუელაში ნიკოლას მადუროს შემთხვევაში. შესაბამისი განცხადება უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტს სთხოვეს, ვენესუელში განვითარებული მოვლენები შეეფასებინა, სადაც, მედიის ცნობით, ამერიკულმა სპეცრაზმმა ოპერაცია ჩაატარა და ადგილობრივი დიქტატორი, ნიკოლას მადურო გაიტაცა.
„აბა, რა შემიძლია ვთქვა? თუ შეიძლება ასე დიქტატორებთან მიმართებით, მაშინ შეერთებულმა შტატებმა იცის, რა უნდა გააკეთოს შემდეგ,“ – განაცხადა ზელენსკიმ ღიმილით.














კომენტარები