• რეკლამა
  • კონტაქტი
21:02, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება”, მილერი ლაგაზაური, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა

ალია ავტორი - ალია
19:39 09-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
318

აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, გიივე “ხარება” და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ.

„კანონის მიღებამდე, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის უშიშროების ძალებმა ძალადობრივად დაუსვეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდული აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ამ ძალადობას ზედამხედველობდნენ სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.

[…]

სპეცდანიშნულების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ძალადობა მოიცავდა უცხოური გავლენის ახალი კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივი საპროტესტო აქციების მრავალი მონაწილის სასტიკ ცემას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ხარაზიშვილი ცნობილია თავისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული მომიტინგეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში”, – წერს უწყება.

რაც შეეხება “ალტ-ინფოს” პრორუს დამფუძნებელს, კოკა მორგოშიას, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი წერს, რომ მის მიერ დაფუძნებული მედიაკომპანია დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და სიძულვილის ენისა და მარგინალიზებული თემების წინააღმდეგ მუქარის გასავრცელებლად გამოიყენებოდა.

“ზურაბ მახარაძე Alt-Info-სთან ასოცირებული პირია და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული ქართველების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა უმცირესობათა ჯგუფებისა და ჟურნალისტების მიმართ ონლაინ რეჟიმში მარგინალიზებულ თემებზე ძალადობრივ თავდასხმებამდე და 2021 და 2023 წლებში ადამიანის უფლებათა დამცველებზე ძალადობიას ხელმძღვანელობდა”, – წერს უწყება.

„დღევანდელი ქმედება საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგებისა და და მთავარი ოფიციალური პირების მცდელობების შესახებ, თავიანთი მიზნების მისაღწევად ძალადობა და დაშინება გამოიყენენონ, ჩვენს შეშფოთებას ხაზს უსვამს. აშშ კვლავ ერთგული რჩება იმის მიმართ, რომ მათ, ვინც ქართველი ხალხის უფლებების შელახვას ცდილობს, პასუხისმგებლობა დააკისროს“, – განაცხადა ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ბრედლი სმიტმა.

ოთხივე პირის წინააღმდეგ სანქციები „აღმასრულებელი ბრძანების – 13818“-ის შესაბამისად დაწესდა, რომელიც „გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს“ ეფუძნება და მიზანში იმ პირებს იღებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებლები.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რას მოიცავს დღეს ამ ოთხი პირის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციები:

“დღევანდელი ქმედების შედეგად, ზემოთ ჩამოთვლილ პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება და აქცია, რომელიც მდებარეობს აშშ-ის ან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, არის დაბლოკილი და მოხსენებულია საგარეო ქონების კონტროლის ოფისს [OFAC]. დამატებით, დაბლოკილია ყველა ის ობიექტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, ინდივიდუალურად ან ერთიან ჯამში, 50%-ით ან მეტით ეკუთვნის ერთს ან რამდენიმე დასანქცირებულ პირს. თუ OFAC-ის მიერ გაცემული ლიცენზიით არ არის ნებადართული, ან არ არის გამონაკლისი, OFAC-ის რეგულაციები კრძალავს აშშ-ის პირების მიერ ან შეერთებულ შტატებში ან ტრანზიტით ყველა ტრანზაქციას, რომელიც გულისხმობს რაიმე ქონებას ან აქციებს განსაზღვრული ან სხვაგვარად დაბლოკილი პირების ქონებაში”, – წერია განცხადებაში.

თეგები: სანქციები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved