• რეკლამა
  • კონტაქტი
16:42, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ ირანელ ქურთებთან ერთად ირანში ამბოხების ორგანიზებას განიხილავს – მედია

ალია ავტორი - ალია
14:51 03-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
126

დასავლური მედია, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ ირანელი ქურთებით დაკომპლექტებულ დაჯგუფებებთან ერთად ირანში ამბოხების ორგანიზებას განიხილავს.

სამმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ქურთების შეიარაღებულმა ჯგუფებმა ბოლო დღეებში აშშ-სთან კონსულტაციები გამართეს იმის შესახებ, დაესხნენ თუ არა და როგორ ირანის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანულ-ქურთული კოალიცია ირან-ერაყის საზღვართან, ერაყის ქურთისტანის ნახევრად ავტონომიურ რეგიონშია გამაგრებული. ორი წყაროს განცხადებით, შესაძლო თავდასხმის მიზანი ისლამური რეჟიმის მოწინააღმდეგე ირანელებისთვის აჯანყების დასაწყებად სივრცის შექმნაა, მას შემდეგ რაც უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები აშშ-ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

წყაროების თქმით, ოპერაციისა ჩატარებისა და მისი შესაძლო დროის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მათი ინფორმაციით, ჯგუფებმა აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერა მოითხოვეს, ხოლო ბოლო დღეებში ერაყის ლიდერები ერბილიდან და ბაღდადიდან ტრამპის ადმინისტრაციასთან კონტაქტში იყვნენ.

ორი წყაროს თქმით, ქურთული ძალები აშშ-სთან CIA-ის მიერ მათთვის იარაღის მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ქურთულ ძალებთან CIA-ს ჩართულობისა და შესაძლო სახმელეთო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია პირველმა CNN-მა გაავრცელა. ხოლო, Axios-მა ამ კვირაში დაწერა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყის ქურთისტანის ორ მაღალჩინოსან ლიდერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

CNN-ის ინფორმაციით, ქურთულ ძალებს ირანის სასაზღვრო რეგიონში ათასობით შეიარაღებული წევრი ჰყავთ და ზოგიერთი ჯგუფი ამ კვირაში მიანიშნებდა, რომ შესაძლოა, მოქმედებაზე გადავიდეს.(ტაბულა)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved