აშშ-ს თავდაცვის მდივანმა აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე უკრაინაში მიმდინარე ომზე, ასევე რეგიონში რუსეთის საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შტატები განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატოს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს.
შეკითხვაზე, განიხილება თუ არა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის მუდმივი წარმომადგენლობის განთავსება, აშშ-ს გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი აღნიშნავს, რომ მისი რჩევა „არა მუდმივი ძალების, არამედ მუდმივი ბაზების შექმნაა“, სადაც სამხედროების როტაცია მოხდება.
წყარო: ამერიკის ხმა
კომენტარები