უახლოეს დღეებში ჯო ბაიდენი ევროპაში 3 ათასს ჯარისკაცს გააგზავნის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-დან პოლონეთსა და გერმანიაში 2 000 სამხედრო ჩავა, ხოლო ამჟამად გერმანიაში მყოფი 1 000 ამერიკელი სამხედრო რუმინეთში გაიგზავნება. მანამდე აშშ-ში 8 500 სამხედრო გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმში გადავიდა, იმ შემთხვევისთვის თუ NATO-ს საპასუხო ძალების მოხმობის და ამერიკელი სამხედროების ევროპაში სწრაფად გადასხმის საჭიროება დადგება.
24 იანვარს, პენტაგონში განაცხადეს, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 8 500-მდე ჯარისკაცი გაძლიერებულ მზადყოფნაში მოიყვანა, რათა საჭიროების შემთხვევაში, ევროპაში გადასროლისთვის მზად იყვნენ.














კომენტარები