აშშ „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-მა „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მომდევნო 12 თვით, სამხრეთ აფრიკისგან გადაიბარა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პრიორიტეტი რეფორმები და ეკონომიკური ზრდა იქნება.
„ჩვენი პრორიტეტი სამი მთავარი საკითხი იქნება: ეკონომიკური კეთილდღეობა რეგულაციების შემცირებით, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგომომარაგების მიწოდება და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
2026 წელს „დიდი ოცეულის“ სამიტი მაიამიში გაიმართება.














კომენტარები