• რეკლამა
  • კონტაქტი
14:37, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„აშშ-დან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი გამოსახლება დაიწყება“ – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:26 12-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20,149

ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ნათელაშვილის თქმით, იმის შემდეგ რაც გერმანიასთან გაფორმებული დოკუმენტაციის პარალელურად, რომელიც  საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დეპორტაციას ისახავს მიზნად, საქართველოს მთავრობამ ვაშინგტონში გააფორმა ხელშეკრულება ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია- ექსტრადაციაზე.

ნათელაშვილი ამბობს, რომ ეს შიმშილისთვის და სიღატაკისთვის გაწირულ ხალხს კიდევ უფრო მეტად გააღარიბებს.

„ოლიგარქიულმა რეჟიმმა არ გვაცალა ევროკანდიდატობით ტკბობა და დაუყოვნებლივ შეუდგა დოკუმენტაციის გაფორმებას გერმანიიდან თავის გადასარჩენად გაქცეული საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციისათვის. უფრო მეტიც, 16 დეკემბერს, ვაშინგტონში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა გააფორმეს ხელშეკრულება მოქალაქეთა დეპორტაცია- ექსტრადაციაზე, რის შედეგადაც შეერთებული შტატებიდან ასევე დაიწყება ხალხის მასობრივად გამოსახლება, ვინც იქ თავის გადასარჩენად წავიდა”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილი მოუწოდებს ევროკავშირის და ამერიკის უმაღლეს წარმომადგენლებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკან წაიღონ, საქართველოს მოქალაქეებს არსებობის საშუალება მისცენ და დეპორტაციისთვის არ გაწირონ.

„მე მივმართავ ევროკავშირის და მეგობარი აშშ-ის ხელისუფლებას, ევროკანდიდატის სტატუსის მიცემა საქართველოზე გამოიწვია გეოპოლიტიკურმა აუცილებლობამ, რათა რუსეთს კავკასიაში თავი არ ეგრძნო გამარჯვებულად, დანარჩენი – პოლიტიკური დიქტატურა, პროპუტინისტური რეჟიმი, სოციალური რეჟიმი, უმუშევრობა, შიმშილი და სიღატაკე, ისევ ისეა საქართველოში დარჩენილი, როგორც ეს იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ზონად ჩათვლა და მოქალაქეების გამოძევება ნიშნავს მათ გაწირვას შიმშილისა და დიქტატურისათვის, ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ მეგობარი სივრცეების ხელმძღვანელებს, რომ ეს გადაწყვეტილება უკან წაიღონ და მისცენ ჩვენს მოქალაქეებს არსებობის საშუალება, ვიდრე ისინი თავად დაბრუნდებიან საქართველოში ყოველგვარი დეპორტაციის გარეშე. ასევე ჩვენ მივმართავთ გერმანიში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა დეპორტაცია დაემუქროთ, მოგვმართონ და ჩვენ პერსონალურადაც გავუწევთ მათ კონსულტაციას შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ ეს პროცედურები არ განხორციელდეს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

„ტვპირველი“

თეგები: შალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved