• რეკლამა
  • კონტაქტი
23:38, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ-დან ჩამოსულ პოლიტიკოსებს ეს ვაჩვენე… ენმ-ს გამოსავალი არ დავუტოვეთ – ბიძინა ივანიშვილი

ალია ავტორი - ალია
23:51 01-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, როდესაც პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო, ხალხი მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაშინებული იყო და პროტესტის გამოხატვას ვერ ბედავდა:

„თუ ვინმეს შეფასების უნარი აქვს, აბსოლუტურად ვაჩვენე მენეჯმენტში გამოცდილება. გავიხსნებ, ვინც დამხვდნენ ყოფილი, გამოცდილი პოლიტიკოსები როგორ მეუბნებოდნენ, რომ აბა, საჯაროდ დავიწყოთ გამოსვლები და მიტინგები. ძლივს ვაჩერებდი სიტუაციას, ვიდრე ჩემებურად არ გადავალაგე. მახსოვს, მაინც არ მეშვებოდნენ, მრჩევლები მყავდნენ კიდევ, რომლებიც დღესაც იჩემებენ, რომ რაღაც იციან – აი, ის გამოიყვანე, აბა, ქუჩა და ქუჩა. რომ არ მომეშვნენ, მახსოვს, ბორჯომში გავუშვი, იქ ვართ ყველაზე მაგრადო. ოღონდ, არ გეწყინოთმეთქი დაცვას, კაცს გაგაყოლებთ, რომ დავინახო, რამდენ ხალხს მოაგროვებთმეთქი. როგორ ფიქრობთ, რამდენი მოაგროვეს? 10 კაცი ვერ მოაგროვეს და რომ დაღამდა, შემდეგ 25 კაცამდე ავიდა, იმდენად დაშინებული იყო ხალხი. აბა, ნახეთ, როგორი ხელისუფლება გვყავდა, თვითონ მშიშრები, რა თქმა უნდა. ძალას, სახელმწიფო სტრუქტურებს იყენებდნენ, ხალხი როგორი დაშინებული იყო. იმ ერთი წლის განმავლობაში ვაჩვენე ყველა თვისება ძლიერი მენეჯერის და გავაკეთე ხალხის მობილიზება. სად შეიძლებოდა ძალა ყოფილიყო? არა ქვების სროლაში, როგორც მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და დღესაც ძალით რომ ცდილობენ. ხელისუფლების წყაროა ხალხი. თუ ნახეთ, როგორი მობილიზება მოხდა ხალხის, ეს არ მომხდარა თავისით. რა თქმა უნდა, ხალხსაც განწყობა ჰქონდა. ჩემი წვლილი შეიძლება, ნახევარი იყოს, მეორე ნახევარი ჩვენი გუნდის და უფრო მეტი წვლილი მობილიზაციაში, რა თქმა უნდა, ხალხისაა. იმხელა თავყრილობა არ ახსოვს ჩვენს საზოგადოებას. 700 000-საც ამბობენ, როდესაც არჩევნების წინ თავყრილობა გავაკეთეთ. მე მახსოვს, როგორ დავდიოდი ტელევიზიებში და ძალიან ხშირად როგორ ვეხვეწებოდი ხალხს, რომ, გამოდით, ჩვენი ძალა ამაშია. ყავარჯნებით გამოვიდა ხალხი, იმდენად გამწარებული იყვნენ. ეს არის ჩემი პოლიტიკური ქმედების, ასე ვთქვათ, მწვერვალი.

არ მინდა, ნიუანსებში ჩავიდე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი სამეგობრო ძალიან აქტიური იყო, აშშ-დან ბევრი პოლიტიკოსი ჩამოდიოდა, ძალიან ბევრი მე მარწმუნებდა, რომ როგორმე ოპოზიციას დავჯერებოდი ამ ეტაპზე და შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისიც მახსოვს, როდესაც არჩევნების დღეს დათვლა შეაჩერეს ერთი პერიოდი და ამ დროსაც გარკვეული შეხვედრები გრძელდებოდა. ჩვენს მეგობრებს ამერიკული თანამგზავრიდან გადაღებული ხალხის რაოდენობა ვაჩვენე, მე ამის გამჩერებელი არ ვარ, არასწორი იქნებამეთქი. ტრაბახობენ, მშვიდობიანად წავედითო, რისი წამსვლელები იყვნენ, სისხლს დაღვრიდნენ, მაგრამ გამოსავალი არ დავუტოვეთ, ხალხის ძალის ისეთი მობილიზაცია მოხდა. მობილიზაცია მოხდა რეალური ძალის და არა ამ ხელოვნური, მოგონილი ძალის, რასაც დღესაც ცდილობენ, გამოიყენონ. რეალური ძალის მაქსიმალური მობილიზაცია იყო მენეჯმენტის, მათ რიცხვში, ჩემი დამსახურება და, რა თქმა უნდა, ჩემი თანაგუნდელების“

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved