აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეო-მიმართვა გაავრცელა.
“დღეს აშშ-ის საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების 245-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.
ხუთი წლის შემდეგ, 2026 წლის 4 ივლისს შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი იქნება.
დღეს, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამერიკა250 ფონდიდან, ვიწვევთ ამერიკელებსა და ჩვენს მეგობრებს საზღვრებს გარეთ, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს წარსულს და განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი”, – ნათქვამია ელჩის მიმართვაში.














კომენტარები