• რეკლამა
  • კონტაქტი
18:40, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი შოიგუს პასუხობს – ქვეყნების ერთობლივი განცხადება

ალია ავტორი - ალია
11:38 10-24-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრალდებებზე ერთიანი განცხადება გაავრცელეს.

შოიგუს განცხადებებს, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე “ბინძური ბომბის” გამოყენებისთვის ემზადება, სამივე ქვეყანა სიცრუეს უწოდებს.

“ჩვენ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ტერიტორიების დასაცავად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭიროა.

სერგეი შოიგუს თხოვნით, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები მას ტელეფონით ესაუბრნენ. ჩვენმა ქვეყნებმა ნათლად განაცხადეს, რომ ჩვენ ყველანი უარვყოფთ რუსეთის ცხადად ცრუ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე “ბინძური ბომბის” გამოსაყენებლად ემზადება. მსოფლიო დაინახავს ნებისმიერ მცდელობას, გამოიყენოს ეს ბრალდება ესკალაციის საბაბად. ჩვენ ასევე უარვყოფთ რუსეთის მხრიდან ესკალაციის ნებისმიერ საბაბს.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს მათი საერთო გადაწყვეტილება, გააგრძელონ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებით პრეზიდენტ პუტინის სასტიკი აგრესიული ომის პირობებში”, – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა. თითოეულ მათგანთან შოიგუმ უკრაინაში არსებული “სიტუაცია” განიხილა.

რუსეთის თავდავცის სამინისტრო აცხადებს, რომ შოიგუმ გამოხატა “შეშფოთება უკრაინის მიერ ბინძური ბომბის გამოყენებით შესაძლო პროვოკაციების გამო”. რუსეთს რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია აღნიშნულის დასადასტურებლად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved