• რეკლამა
  • კონტაქტი
21:10, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასეთი თეთრლაქებიანი კარტოფილი, ტონობით უკან ბრუნდება ირანსა და თურქეთში, მაგრამ ასევე ათეულობით ტონა მაინც შემოდის“

ალია ავტორი - ალია
20:37 12-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14,558

ანი დვალიშვილი

ხორბლის შემოტანა კვლავ განახლდა, მართალია, დიდი რისკისა და შემოვლითი გზების ფასად, მაგრამ მაინც. სწორედ ამიტომ არის, პურზე ფასი რომ შენარჩუნდა, თორემ მთავარი საკვები პროდუქტი გაგვიძვირდებოდა. ისე, პურთან ერთად, მთავარი საკვები პროდუქტი კარტოფილიც არის და სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში სრულად ჯანსაღი კარტოფილის შეძენა ფანტასტიკის სფეროა. დიასახლისებს კარგად მოეხსენებათ, რომ კარტოფილს შავი წერტილები დაჰყვება და ის იმდენად ღრმად არის ნაყოფში, რომ მათი ამოჭრის დროს, ბევრი დანაკარია, თუმცა, შავი წერტილები არ არის მთავარი პრობლემა. კარტოფილს თუ შიგნიდან თეთრი ლაქები დაჰყვება, ის უკვე ჯანმრთელობისთვის საშიშია და სწორედ ასეთი თეთრლაქებიანი კარტოფილი, ათეული ტონობით ხარვეზდება და ბრუნდება ირანსა და თურქეთში, მაგრამ ასევე ათეულობით ტონა მაინც შემოდის (ყველა ტომარას ფიზიკურად ვერ შეამოწმებენ) და დახლზე ხვდება. ეს თეთრი ლაქები ე.წ. „კარტოფილის კიბოა“, რომელიც ვერ და არ მუშავდება და ორგანიზმს ზიანს აყენებს.

„საქართველო რუსეთზე ღარიბი ქვეყანაა და რუსეთში ხორცი დელიკატესად ითვლება. ვერ ვხვდები, აქ მოსახლეობა როგორ ახერხებს ხორცის ყიდვას. რუსეთში პენსიონერების 90% ხორცს ვერ ჭამს, ისინი სოსისებს მიირთმევენ, რომლებშიც ხორცის შემადგენლობა შესაძლოა საერთოდ არ იყოს. სამწუხაროდ, მოვა დრო და საქართველოში ხორცს უმრავლესობა ვერ შეჭამს და ეს დრო მალე დადგება“,-აღნიშნული სიტყვები 2017 წელს, რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სამაცივრე მეურნეობის შეფმა გვითხრა, რომელმაც ისიც დაამატა, ხორცის დაახლოებით რვაწლიანი მარაგი აქვს რუსეთს, არსაიდან რომ არშეიტანოს, არ გაუჭირდება და ამ მარაგს მკაცრად აკონტროლებენ, რადგან ომის დროს, შესაძლოა სანქციები დაგვიწესონ და ომს კიდევ ვინმესთან აუცილებლად დავიწყებთო. რუსეთმა ომი დაიწყო და… საქართველოში ხორცი მართლა ძალიან ბევრს ენატრება. იმას, რასაც ხორცი ჰქვია, საუკეთესო შემთხვევაში, 20 ლარი ადევს და სოსისებში ხორცი რომ არ არის იმ ოდენობით, რაც უნდა იყოს, იქიდანაც ჩანს, რომ რიგ მაღაზიებში ერთი კილო სოსისი თუ ძეხვი, 7-8 ლარი ღირს, რაც აბსურდია.

სხვათა შორის, კატარში მსოფლიოს ჩემპიონატისა და არაბეთში გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, საქართველოდან ცხვრის ხორცი მაინც არ გადის, რადგან ეს ბაზარი რუმინეთმა და აფრიკის ქვეყნებმა გააჯერეს და გააჯერეს გვალვების გამო. გლობალური დათბობის სიმწარე უკვე იგრძნეს ამ ქვეყნებში და საძოვრების არარსებობის გამო, იმაზე შვიდჯერ მეტი ცხვარი გაყიდეს იაფად, ვიდრე ადრე. საქართველოში ცხვრის ხორცის ფასი არ გაზრდილა, მაგრამ მისი მომხმარებელია ცოტა და რაც მთავარია, ცხვარი ერთი წელი რომ გააჩერონ ფერმერებმა და უკეთეს დროს დაელოდონ, პრობლემა არ არის. ყველაზე ცუდი თივის ფასი, ერთი „პრესი“ 10 ლარიდან იწყება, კარგი თივის ფასი კი 20-25 ლარამდეც ადის, რაც ხორცის ფასს კიდევ უფრო ზრდის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved