• რეკლამა
  • კონტაქტი
10:18, სამშაბათი, 3 ოქტომბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასეთი რამ იმ შავბნელ 90 იანებშიც კი არ ყოფილა!“

ალია ავტორი - ალია
20:13 04-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ხელისუფალნო,ფეხით გაგივლიათ საერთოდ? ან ტრანსპორტით გიმგზავრიათ? ან ხალხთან გქონიათ რამე შეხება რომ მათი პრობლემები მოგესმინათ? იცით რა ხდება საერთოდ ქვეყანაში? იცით რომ ადამიანებს კოვიდის გარდა სხვა დაავადებებიც აწუხებთ?იცით საერთოდ რა ღირს წამლები? იცით რომ უამრავი ხალხი სიცივეში იჯდა მთელი ზამთარი ისე გააძვირეთ კომუნალურები რომ ჩართვა ვერ გაბედეს? იცით ექთნებს რა ხელფასი აქვთ? იცით რომ ხალხი საჭმელს ვეღარ ყოდულობს?

როდემდე ?

როდემდე უნდა ვუსმინოთ იმ თქვენს ემისრებს რომლებიც გამოდიან და სიკვდილის ტირაჟირებით აშინებენ ხალხს? როდემდე უნდა ვუყუროთ ქვეყნის ეკონომიკის უკუსვლას ?

რას აკეთებთ ამისთვის? ვერ გხედავთ! ვერც საქმეს ვხედავთ თქვენს გაკეთებულს და ნუ გადააყოლეთ ქვეყანა ოპოზიციას , სკამებს და კაბინეტებს ! ექვსი თვეა ძიძგილაობას გვაყურებინებთ!

რადგან აგირჩიეთ გამოდით ხალხთან , ყური დაუგდეთ, გაიზიარეთ და იმუშავეთ ხალხისთვის, მხოლოდ ხალხისთვის!თქვენ ხალხს უნდა ემსახუროთ და მათ კეთილდღეობას მავანნო ამიტომ აგირჩიეთ!

ფასები კატასტოფულად მომატებული ,ბანკები და სააფთიაქო ბიზნესი ჰყვავის მხოლოდ, იმ დღეს შევესწარი ნახევარი პურის ყიდვა უნდოდა ქალს და ისევ ხალხი თუ დაემხმარება ასეთ დღეში მყოფებს! ეს არ გესმით თქვენ არა ? აფთიაქში ერთ აბს ყიდულობს ხალხი, იმის გამო რომ ის ღამე მშვიდად იძინონ!ასეთი რამ იმ შავბნელ 90 იანებშიც კი არ ყოფილა!

მშვენივრად ხართ ,ძალიანაც არხეინად სხედხართ და ეს სხვისი ჭირი არ გესმით! საკვები და წამლები სჭირდება ხალხს , სამსახურს აღარავინ გთხოვთ, პენსიონერმა რა ქნას რა?

როდემდე? გამოფხიზლდით!“

თეგები: ნატო დუმბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,მოსალოდნელია, ეს შენობები წამოიქცეს, როგორც შანხაიში მოხდა 10 წლის წინ” – სიცოცხლისთვის საშიში მრავალსართულიანი კორპუსები (ნაწილი მესამე)
ახალი ამბები

,,მოსალოდნელია, ეს შენობები წამოიქცეს, როგორც შანხაიში მოხდა 10 წლის წინ” – სიცოცხლისთვის საშიში მრავალსართულიანი კორპუსები (ნაწილი მესამე)

21:05 10-02-2023
„რუსეთის ფეესბემ უამრავი ხალხი ამ მეთოდით დაწამლა, ასე ეცადნენ ჩემს მოკვლას და ასე მოწამლეს ბაჩალიაშვილიც“ – კონრად ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„რუსეთის ფეესბემ უამრავი ხალხი ამ მეთოდით დაწამლა, ასე ეცადნენ ჩემს მოკვლას და ასე მოწამლეს ბაჩალიაშვილიც“ – კონრად ბაბუნაშვილი

15:57 10-02-2023
„ივანიშვილი საქმის კურსში ჩააყენეს, მაგრამ მან დუმილი არჩია… ის ამ სიჩუმით ორ კურდღელს დაიჭერს“
ახალი ამბები

,,ივანიშვილი ოქტომბერში გააკეთებს განცხადებას… ვინ გაერთიანდება ,,გაცოცხლებულ” ,,მოქალაქეში” – რას ამბობს დავით ჭიჭინაძე

22:41 09-29-2023
სიცოცხლისთვის საშიში კორპუსები ორთაჭალასა და თბილისის ზღვის მიმდებარედ! – პროფესორი ქალაქის მერსა და პრემიერებს ამხელს!
ახალი ამბები

სიცოცხლისთვის საშიში კორპუსები ორთაჭალასა და თბილისის ზღვის მიმდებარედ! – პროფესორი ქალაქის მერსა და პრემიერებს ამხელს!

19:51 09-26-2023

ბიზნესი

1000-ამდე გადამზადებული პროფესიონალი ავტოინდუსტრიაში – „თეგეტა აკადემიაში“ USAID-ის მხარდაჭერილი  პროექტის Electude-ის დანერგვა დასრულდა
ახალი ამბები

1000-ამდე გადამზადებული პროფესიონალი ავტოინდუსტრიაში – „თეგეტა აკადემიაში“ USAID-ის მხარდაჭერილი  პროექტის Electude-ის დანერგვა დასრულდა

13:25 10-02-2023
თიბისის ციფრულ ბანკში თანხის განაღდება QR კოდით შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისის ციფრულ ბანკში თანხის განაღდება QR კოდით შეგიძლიათ

12:37 09-29-2023
რა არის დენსიტომეტრია და რა საფრთხის არიდებაა შესაძლებელი მისი დახმარებით?
ახალი ამბები

რა არის დენსიტომეტრია და რა საფრთხის არიდებაა შესაძლებელი მისი დახმარებით?

20:31 09-28-2023
ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს
ახალი ამბები

ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს

15:52 09-28-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved