• რეკლამა
  • კონტაქტი
20:49, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასეთი კინოსავით ამბები მარტო ქუჩაში ხდება“ – რას წერს აკა სინჯიკაშვილი უხილავ გმირ ქალზე?

ალია ავტორი - ალია
14:02 03-08-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

ბლოგერი და საქველლმოქმედო პროექტების ავტორი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში უხილავი გმირი ქალის შესახებ წერს:

ხვალ 8 მარტია და უხილავ გმირ ქალზე მოგიყვებით ❤️

ასეთი კინოსავით ამბები მარტო ქუჩაში ხდება. უცხო თვალისთვის სრულიად შეუმჩნეველია და მე პირადად,  ამხელა სიყვარული და ერთგულება წიგნში და ფილმშიც არ მინახავს.

ლიანა ძალიან ლამაზია, 24 წლისაა. ქუჩაში გაიზარდა. შიზოფრენიით, პარანოიით და რამდენიმე ფსიქიური დაავადებით  მწვავე ავადმყოფია.

ვახო, ასევე ეტლში მჯდომ ავადმყოფ  დედასთან ერთად ცხოვრობდა თავშესაფარში, ლიანა იქ გაიცნო და დამეგობრდნენ. ვახო რამდენიმე წელია ეტლშია, არც მოძრაობა შეუძლია და არც ლაპარაკი.

ორი წლის წინ, ვახოს დედა თავშესაფრიდან პირდაპირ ქუჩაში  გამოუშვეს. შვილმა, ავადმყოფი დედა მარტო არ გამოუშვა და თვითონაც ქუჩაში გამოვიდა.

ლიანა მიხვდა, რომ ეტლში მჯდომი და ავადმყოფი დედა-შვილი, ქუჩაში მარტო ცოცხლები დიდხანს ვერ გაძლებდნენ, მიატოვა თავისი ოთახი  და თითქმის უცნობ ადამიანებს ისიც ქუჩაში გამოჰყვა.

სანამ ჩვენ ვიპოვეთ,  რამდენიმე თვე, პირდაპირ ცის ქვეშ, ბეტონზე ეძინათ.

ვახოს ეტლიც არ ჰქონდა და ლიანა ხელით ეჭიდებოდა და ისე ამოძრავებდა.

ლიანა უვლიდა დედას და შვილს. ლიანა მათხოვრობდა და ლუკმას უყოფდა, რომ გადაერჩინა, ლიანას დაჰყავდა ორივე ტუალეტში, ლიანა აფარებდა წვიმისას პარკებს. ლიანას იმედით იყვნენ ცოცხლები. თუ წარმოგიდგენიათ,  მართლა რა გაიარა, რომ ამათთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა?!

სამ თვეში ვახოს დედა გარდაიცვალა და დარჩნენ ორნი.

ამ ამბის შემდეგ, ლიანა ასჯერ მეტად ზრუნავს ვახოზე. იცის, რომ მისი დატოვება, სასიკვდილოდ გაწირვის ტოლფასია.

ცივ ნიავს არ აკარებს მართლა და ვახოს ერთი სიტყვის თქმაც არ შეუძლია.

მარტო ცრემლი მოსდის ხოლმე თვალიდან და ასე გამოხატავს უზარმაზარ მადლიერებას. ლიანამ კი ჩახუტება იცის. ერთს ისე ჩაგეხუტება, მერე  მთელი ღამე გატირებს.

ამწამსაც, ვახო ეტლში ზის გაუნძრევლად, ლიანა ოთახში კივილით დარბის, უჩინარ არსებებს ჰაერში მუშტებს უქნევს და ლანძღავს. ფანჯარაში ვიღაცას ემუქრება და თან ვახოს ახსენებს – წამალი არ დაგილევიაო.

ჩვენ საჭმელს ვუტოვებთ, გარეთ  გამოვდივართ, გული ყელში გვაწვება, გვებღავლება, მაგრამ ჩვენც იმედიანად ვართ.

ნამდვილად ვიცით, რომ ლიანა არასდროს მიატოვებს ვახოს

იმიტომ, რომ ლიანა ნამდვილი გმირია. უხილავი გმირი ქალი – წერს აკა სინჯიკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved