• რეკლამა
  • კონტაქტი
10:02, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ასეთი ამბები აღარ იყიდება საქართველოში – რომ 21 წლის პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებ, ერთი დღე ბიზნესი არ გქონია, პოლიტიკიდან მიდიხარ წლების შემდეგ და „ლუკოილის” წილის 50%-ის პატრონი ხდები“ – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
22:47 04-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი კეზერაშვილის ინტერვიუს უხმაურება:

„როგორც ჩანს, ინტელექტთან მწყრალად ვართ, რადგან თქვა: 21 წლის ვიყავი მიშასთან ერთად რომ დავიწყე ბრძოლა. კი ბატონო, მეც ვადასტურებ, მახსოვს, მაშინ, იმ მოძრაობაში ყველა პატარა ვიყავით, ასე იყო ნამდვილად, ეს ნაწილი შეიძლება ბევრმა ადამიანმა დაადასტუროს, მაგრამ მერე „24 წლის ვიყავი, როცა ფინანსური პოლიციის უფროსი გავხდი, მერე იქიდან თავდაცვის მინისტრი გახდი და მერე თავდაცვის მინისტრობის და ფინანსური პოლიციის უფროსობის დროს რომ გამოცდილება შევიძინე და ამბები გავიგე იმითი ბიზნესი ავაწყვე“…რადგან დიდი ხანია ამ ქვეყანაში აღარ ცხოვრობს, თვითონ შეიძლება ასცდა იმას, სადამდე წავიდა წინ საზოგადოება, რამდენი ინფორმაცია აქვს, როგორ განვითარდა, მაგრამ ხალხმა, ვისაც მასთან ურთიერთობა აქვს, მაინც ხომ იცის, რომ ასეთი ამბები აღარ იყიდება საქართველოში – რომ 21 წლის პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებ, ერთი დღე ბიზნესი არ გქონია, პოლიტიკიდან მიდიხარ წლების შემდეგ და „ლუკოილის” წილის 50%-ის პატრონი ხდები. შეიძლება, არიან ადამიანები, ვისაც ამ ზღაპრების სჯერა, მაგრამ იმედია, ცოტა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, მან გუშინ „ოლიგარქს უყურა“.

„მე ვუყურე გუშინ ჩვეულებრივ ოლიგარქს, რომელსაც აქვს განცდა და მან ეს რამდენჯერმე თქვა პირდაპირ, რომ „ძალიან ცუდია, მარტო მე ვარ, ვისაც ფული აქვს“. 2011 წელს ზუსტად ეს ეწერა ბიძინა ივანიშვილის იმ ცნობილ წერილში. დღეს ამ კაცს [დავით კეზერაშვილს] რომ ვუყურებდი, ეს იყო კაცი, რომელიც ჩაცინებებით გველაპარაკებოდა და გვეუბნებოდა, რომ ის არის ერთადერთი, არავის არ ეძებს. გვითხრა, რომ მას ადამიანები არ აინტერესებს, ვინმე თუ მათხოვრად მომადგება, აუცილებლად დავეხმარებიო. ივანიშვილს სხვათა შორის ეს არ უთქვამს, ივანიშვილმა ხალხს დაუძახა“

თეგები: თინა ხიდაშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved