• რეკლამა
  • კონტაქტი
06:15, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ასეთ პირობებში ვერც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მოღვაწეობას და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი ამ ქვეყანაში” – ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები

ალია ავტორი - ალია
22:24 05-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

,,ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები” ფონდი ფეა თრიიზ-ის მსგავსად, აცხადებს, რომ ვერც მათი ორგანიზაცია გააგრძლეებს ასეთ სიტუაციაში მუშაობას და ვერ შეძლებენ ბავშვების დახმარებას:

,,ჩვენი ორგანიზაცია იყო და არის ევროპული ღირებულებების მატარებელი! ჩვენი დაარსების დღიდან ამომავალი წერტილი იყო ადამიანის უფლებები, ბავშვთა უფლებები და მათი პირველადი, სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისების მიღებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში!

გუშინ საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო დღე იყო. რუსული კანონის მიღებით დავშორდით ევროპას, ევროპულ ფასეულობებსა და ადამიანის უფლებების ცნებას.

საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ნათელი მომავალი რომელიც გვინდა ჩვენი შვილებისთვის!

ევროპული ჯანდაცვა არის ის რისთვისაც ვიბრძვით! ევროპამ გადაარჩინა ასეულობით ონკოპაციენტი ბავშვი მაშინ, როცა საქართველოში მათი გადარჩენის არანაირი შანსი არ არსებობდა.
ევროპა ესახება იმედად ყველა მშობელს რომლის შვილიც სიცოცხლისთვის იბრძვის საქართველოში თუ თურქეთში. ევროპა ითვლება ყოველთვის გამოსავლად სასოწარკვეთილი მშობლისთვის, ის ცივილიზებული სამყარო, რომელსაც დავშორდით რუსული კანონის მიღებით.

როგორც ჩანს ჩვენს მთავრობას პარტნიორებად ესახება ისეთი ქვეყნები როგორიცაა რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ა.შ.
გინახავთ ადამიანი ვინც ჩვილი სამკურნალოდ რუსეთში ან ირანში წაიყვანა?

ამ კანონის მიღება არის ბოროტება ყველა იმ ბავშვის მიმართ ვისაც შეექმნება პრობლემა ევროპაში და შეფერხდება მისი მკურნალობა ჩვენი მთავრობის ქმედებების გამო!

ბოროტებაა ყველა იმ ბავშვის მიმართ ვინც ვერ წავა ევროპაში და ვერ მიიღებს უმაღლესი ხარისიხს სამედიცინო მომსახურებას, მაშინ როცა მილიონრების შვილები ისევ იფრენენ თითის ატკიებაზეც ევროპის და ამერიკის კლინიკებში.

ჯანდაცვის სისტემის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან არის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის მიზანი. დღეს ეს მიზანი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
ვის ამარა ვტოვებთ ბავშვებს?! რუსეთის?! ქვეყნის რომელმაც უკრაინაში ბავშვთა ონკოლოგიური გამყოფილება გამიზნულად დაბომბა?

ჩვენი ორგანიზაცია არსებობს სწორედ ამერიკელი და ევროპელი ხალხის მხარდაჭერით! დღეიდან ეს მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

ჩვენ არ ვაპირებთ რეგისტრაციას უცხოური ძალების გავლენების აგენტად არანაირ და არცერთ რეგისტრში. ყველა იმ ადამიანის გასაგონად ვინც გვეუბნება, რომ ეს კანონი ბავშვებს და შშმ პირებს არ შეეხებათ – თქვენ უბრალოდ არ და ვერ გაიგეთ ამ ბრძოლის არსი და აზრი. როცა მთავრობა იმ ორგანიზაციებს და ადამიანებს აცხადებს აგენტებად ვინც მართლა სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენი შვილების უფლებებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩვენი რეგისტრაცია ამ სიაში იგივე დონის საქციელი არ იქნება რაც ჩაიდინა 84-მა მოღალატემ?!

ასეთ პირობებში ვერც ჩვენი ორგანიზაცია გააგრძელებს მოღვაწეობას და ვერც ონკოპაციენტ ბავშვებს ექნებათ უკეთესი მომავალი ამ ქვეყანაში.

ამ კანონმა უკვე მოახერხა და ყველას ოჯახში და ყველას სულში დაიწყო ხელების ფათური. ჩვენს საყვარელ ადამიანებს დაუკარგა სიმშვიდე და დააწყებინა ყველა საღად მოაზროვნე ახალგაზრდას ქვეყნიდან წასვლის გეგმაზე ფიქრი….

სამწუხაროა, რომ ჩვენს ორგანიზაციას ამის დაწერა, ახსნა და გაჟღერება უწევს! რადგან ეს არის ის პოზიცია რაც უთქმელადაც აქვს უმრავლესობას.
ჩვენი შვილების ბედი წყდება დღეს, თუ კიდევ არსებობს შანსი ეს ქვეყანა ნათელ მხარეს მობრუნდეს…

ბოდიში ასეთი პესიმისტური ტექსტისთვის, მაგრამ ესაა რეალობა. ახლა თქვენით გადაწყვიტეთ ვინ დარჩებით ჩვენს მხარდამჭერებად და ვინ არა.

მარიამი
მართას დედა

#არარუსულკანონს
#არარუსულრეჟიმს
#კიევროპას“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved