• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ასე რომ, მსოფლიოში ყველაზე მატყუარა კვლავ “ქართული ოცნება” გამოდის” – რას წერს რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:22 08-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,170

პარალმენტარი რომან გოცირიძე:

,,როგორც იქნა, დათვალეს ხმები ზიმბაბვეში, სადაც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის პრეზიდენტი კვლავ მეგრული გვარის მქონე ყოფილი პრეზიდენტი, ემერსონ მნანგავა გახდა. როგორც იცით, იგი დაჰპირდა ხალხს, რომ ვინც ხმას მას და მის პარტიას მისცემდა, სამოთხეში მოხვდებოდა. თანაც ასპროცენტიან გარანტიას იძლეოდა. დაუჯერა ხალხმა.

ამაზე ძლიერი საარჩევნო დაპირება არჩევნების ისტორიაში არ ყოფილა მეთქი, დავწერე რამდენიმე დღის წინ. ეს გააპროტესტა მკითხველთა ერთმა ნაწილმა-როგორ გეკადრებათ, აბა კარგად გაიხსენეთ, რას ჰპირდებოდა ხალხს 2012 წლის არჩევნებში “ქართულ ოცნებაო”? ერთი-ორი მაგალითიც შემახსენეს და მივხვდი, რომ ვცდებოდი და აი რატომ:

დაპირება პირველი-საქართველოში დაახლოებით 3600 სოფელია, ოკუპირებული სოფლების გარეშე. თითო სოფელს თუ 5 მილიონ დოლარს მივცემთ, გამოდის 18 მილიარდი დოლარი. ეს დაპირებისდროინდელი კურსით 30 მილიარდი ლარია, რაც მაშინდელი ოთხი წლის ბიუჯეტის ტოლია. რამდენი პროცენტია ამ დაპირების შესრულების ალბათობა? რა თქმა უნდა, ნული პროცენტი.

ახლა “ჩავაანალიზოთ” მეორე დაპირება, ე. წ. “უფასო ფულის” შესახებ. როგორც ქალბატონი მარგარეტ ტეტჩერი ამბობდა, უფასო ყველი სათაგურშიც კი არ არისო. თუ ეს სიმართლეა და სიმართლეა რა თქმა უნდა, აბა ბაზარში ვინ მოგცემს ყველს უფასოდ იმის გამო, თაგვების შემოსატყუებლად რომ გჭირდება, უნდა გადაიხადო, აბა რა. საწყალი თაგვი კი ამ ყველის ნაჭერში სიცოცხლის ფასს იხდის. რამდენი პროცენტია ქართული ოცნების ამ დაპირების შესრულების ალბათობა? ნული, რა თქმა უნდა.

ახლა ზიმბაბვის პრეზიდენტის საარჩევნო დაპირებას მივუბრუნდეთ, როცა ამბობს, რომ ყველა მისი ამომრჩეველი სამოთხეში მოხვდება. განა თეორიულად ყოველი მეორე ადამიანი მაინც არ მოხვდება სამოთხეში? საკმაოდ პატიოსანი დაპირება მიუცია იმ კაცს. ჯანდაბას, ყოველი მეოთხე მაინც ხომ მოხვდება? გამოდის, დანაპირების შესრულების ალბათობა 25 პროცენტი მაინცაა.

ასე რომ, მსოფლიოში ყველაზე მატყუარა კვლავ “ქართული ოცნება” გამოდის.?”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved