უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს. ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ რუსი საზღვაო ქვეითები, რომლებიც ოდესის შტურმს გეგმავდნენ, ახლა „სადღაც ნიკოლაევსა და მარიუპოლს შორის ლპებიან“.
სერგეი ბრაჩუკმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს და ყველას, ვინც სამშობლოს ოკუპანტებისგან იცავს. როგორც მან აღნიშნა, გამარჯვების სჯერა.
„ასე მოუვა ყველას, ვინც უკრაინელი ქალების გაუპატიურებას ცდილობს, ვინც უკრაინელი ბავშვების მოკვლას ცდილობს. პატიება არ იქნება“ – განაცხადა სერგეი ბრაჩუკმა.
კომენტარები