დეპუტატი რომან გოცირიძე ფოტოს ავრცელებს იმ დარბაზიდან, სადაც რუსული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს. დარბაზში ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება იყო. ოპოზიცია უმრავლესობას გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევს და გადადებას ითხოვს:
“ასე გამოიყურება პარლამენტის საკომიტეტო სხდომის დარბაზი, სადაც მოღალატე პუტინისტები ძალას არ იშურებენ, რომ გაათრიონ ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონი.
ამათთვის აგენტის დაძახებაც კი პატივია-ივანიშვილის ფულის მონები არიან, რომლებიც გადმოგდებული ძვლის სანაცვლოდ სამშობლოსაც კი გაყიდიან.” – წერს რომან გოცირიძე.
კომენტარები