• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები იკრძალება

ალია ავტორი - ალია
14:22 12-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
368

2023 წლის 2 იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკები ხმარებაში აღარ იქნება. აღნიშნულ ცვლილებას N571-ე დადგენილება ითვალისწინებს. 14 დეკემბერს შესული ცვლილებებით, 1 მეტრამდე უნდა გაიზარდოს პოლიეთილენის ჩანთის ზომაც.

კომპანია “აა პლასტის” იურისტის მელიტა ტყაბლაძის თქმით, სავარაუდოა, რომ ცვლილების შედეგად ასაწონი პარკის საფასურის გადახდაც მომხმარებელს მოუწევს, რადგან პოლიეთილენთან შედარებით ბიო პარკის ფასი მინიმუმ 3-ჯერ ძვირია.

“ყველა ახალი დადგენილება, ინიციატივა, როცა ეს დროში სწორად არ არის გაწერილი და სწრაფი ინტერვალებით ხორციელდება, მეწარმეს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს. ზოგისთვის იწვევს გართულებას, ჩამოშლას, დახურვას და საბოლოოდ ვიღებთ გაძვირებულ პროდუქტს. ბოლო ახალი დადგენილებით რაც გადმოგვეცა ეხება შემდეგს – ყველა შესაფუთ პროდუქტზე უნდა იყოს ნიშანდება, ეს ინდივიდუალური მოლაპარაკებისა და გარიგების საფუძველზე იქნება მხარეებს შორის.

 

მეორეა, რომ თუ დღემდე მარკეტებში ასაწონი თუ შესაფუთ პროდუქციაზე გამოიყენება პოლიეთილენის პარკი, ესეც ხმარებიდან ეტაპობრივად ამოდის. აღნიშნული პროდუქტი, რომელიც განთავსებულია შესაბამისს დასაფასოებელ პუნქტებთან, უნდა მოხდეს მისი ბიოთი ჩანაცვლება და ამავე დროს ნიშანდება. ბოლო რედაქციით ეს ძალაში 2023 წლის 2 იანვრიდან შედის. ასევე ცვლილებები ეხება პოლიეთილენის ჩანთის ზომას, თუ აქამდე იყო 45 /75-მდე ზომებში, ის იზრდება 1 მეტრამდე. ეს ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ხმარებიდან უნდა ამოვიდეს ეს ჩანთებიც,” – განაცხადა ტყაბლაძემ.

კითხვაზე – გახდება თუ არა ფასიანი ასაწონად განკუთვნილი პარკები, მან თქვა, რომ ეს თავად ობიექტზე იქნება დამოკიდებული.

“ვერ წარმომიდგენია, რომ ობიექტებმა უფასოდ მიაწოდონ მომხმარებელს, რადგან თუკი დღეს მისი ღირებულება პირობითად 1,5 თეთრია ალბათ 3,5 – 4 თეთრამდე გაიზრდება. ეს არ ნიშნავს, რომ მწარმოებლებს ეზრდებათ მადა, ეს გამოიწვია ყველამ იმ ახალმა რეგულაციამ, რაც მწარმოებლებისთვის იქნა მიღებული. რაც უფრო მეტ წარმოების ციკლს გადის პროდუქცია დანადგარიდან ქსელამდე, ცხადია ეს ფასზე ახდენს გავლენას.

ამასთან, რამდენი კანონიც არ უნდა იქნას მიღებული, თუ წარმოების პროცესიდან ბოლომდე არ მოხდა კონტროლი, რთულია კანონის წარმატებაზე საუბარი. დღემდე თითქმის ყველა რგოლში მონიტორინგის პრობლემაა. ვრჩებით რამდენიმე კომპანია, რომელიც ასრულებს ყველა ვალდებულებას, მაგრამ არიან მთელი რიგი მეწარმეები, რომლებიც არ მიჰყვებიან და იციან, რომ მაინც მოგებას  იღებენ, რადგან მონიტორინგში სადღაც წყვეტაა,” – განაცხადა ტყაბლაძემ.

 

წყარო: BM.GE

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved