• რეკლამა
  • კონტაქტი
13:50, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ “ასტრაზენეკას”, ვიდრე “ფაიზერს” – ბიძინა კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
13:50 03-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა:

„გუშინდელ რეგისტრაციას ჩვენ ვუყურებდით და „ასტრაზენეკას“ მიმართაც გაიზარდა მოთხოვნა. მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იმუნიტეტის გამოწვევის უნარითა და რეაქტიულობით, ანუ ორი-სამი დღე ახასიათებს ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, რაც 55 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებს ყველაზე ნაკლებად ახასიათებთ. ასაკოვანი ადამიანები უკეთესად იტანენ „ასტრაზენეკას“, ვიდრე „ფაიზერს“.  არ შეეშინდეთ. მე მოსახლეობას ვაწვდი სწორ ინფორმაციას. ჩვენ ახლა პრიორიტეტიზაცია გვაქვს, გახსნილია ჯგუფები 65 წლის ასაკის ზემოთ ადამიანებისთვის, ამიტომ მთავარი აქცენტი მათ უნდა გააკეთონ „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე.

მესამე ტალღის არიდების გზები არის პირბადე და წარმატებული ვაქცინაცია. თუ ჩვენ გვეყოლება ვაქცინირებული რისკჯგუფები და ამის შანსი არსებობს, რადგან ვაქცინის დოზები ქვეყანაში არის, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ქვეყანაში იყოს მოცირკულირე ინფექცია, მაგრამ რისკჯგუფებს თუ არ დაემართება, ამას არ მოჰყვება კლინიკური სექტორის გადატვირთვა. თუ სახლში გამოჯანმრთელდებიან, მაშინ ჩვენ არ გვეშინია. ჩვენ ლოკდაუნი რა დროს გვჭირდება, როდესაც საავადმყოფოები იტვირთება. რეალურად, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნიდან ექვს-რვა კვირაში არის კორონავირუსის შემთხვევათა გაზრდის მოლოდინი, ეს არის აპრილის მეორე ნახევრიდან მაისის დასაწყისში. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები აცრილი იყვნენ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 89 ათასი დოზა აპრილის ბოლოსკენ კიდევ შემოვა.

ვაქცინაცია და პირბადე დარჩა ის, რაც თავიდან აგვაცილებს ლოკდაუნს. რატომღაც, როცა მცირდება შემთხვევები, ყველას ჰგონია, ეს ასე გაგრძელდება. პირბადის ტარების 42 პროცენტიანი ნიშნული ზუსტად არის აგვისტოს მაჩვენებლის ანალოგი. ჩემთვის პირადად ვაქცინაციის საკითხი არის სრულიად ზესახელმწიფოებრივი, ჩემთვის მთავარია მიზნის მიღწევა. ნებისმიერი გზა, რომ ადამიანებს მეტი ინფორმაცია მივაწოდო ვაქცინების თაობაზე, მათთან ასოცირებულ თუნდაც გვერდით მოვლენებზე, სიკეთეზე, რაც მასთან არის დაკავშირებული, არ დამეზარება და წავალ ყველა რაიონსა და სოფელში“

თეგები: ბიძინა კულუმბეგოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved