• რეკლამა
  • კონტაქტი
22:13, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

ალია ავტორი - ალია
21:22 09-01-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

თვალის დაავადებების ნაწილი პირდაპირ ასაკთანაა დაკავშირებული. მიუხედავად პრევენციისა, სამწუხაროდ, 60–65 წლის ასაკის შემდეგ, გარკვეული ტიპის პრობლემები, ყველას ეწყება. ერთადერთი გზა მხედველობის დასაცავად – 60 წლის შემდეგ, ყოველწლიური შემოწმებაა, რადგან პრობლემის დასაწყისშივე შეძლო მკურნალობა და შედეგი იყოს მხედველობის სრული აღდგენა.

თუ ადრე, ამ დაავადებათა განკურნება ვერ ხდებოდა, ან სრულად ვერ კურნავდნენ, დღეს თანამედროვე მედიცინის დამსახურებით, თვალის დაავადებები, რომლებიც ასაკთან ერთად შემოეპარება ხოლმე ადამიანს, იმდენად მარტივად და სწრაფად იკურნება, რომ აღარავინ უნდა მიიყვანოს საქმე მხედველობის დაკარგვამდე, არ გაშინებთ, კატარაქტაც იწვევს სიბრმავეს, მაგრამ საბედნიეროდ, ოპერაციით, სრულად აღდგება ის მხედველობა, რომელიც კატარაქტას გამო დაიკარგა. აი, სხვა ასაკობრივი ოფთალმოლოგიური პრობლემები კი ასე ადვილად აღდგენადი სულაც არაა, არც ულტრათანამედროვე აპარატურით და არსებობს რისკი, დაგვიანებულ შემთხვევებში, მხედველობა სრულად აღარ აღდგეს.

რა კავშირშია ასაკი და მხედველობა და რომელი ორი სიმპტომის შემთხვევაში უნდა მივმართოთ გადაუდებლად ექიმს – „ალიას“ ამ და სხვა კითხვებს პასუხობს მირიან მაკრახიძე. მირიანი ბადურის ევროპული გაერთიანების ასოციაციის წევრია, ამჟამად ის “ნიუ ჰოსპიტალსის” კლინიკის ოფთალმოლოგია.

– მხედველობა და ასაკი, რომელი დაავადებებია ასაკთან დაკავშირებული?

– ასაკთან ერთად მხედველობის დაქვეითების სხვადასხვა ფორმა შეიძლება არსებობდეს, ამათგან უხშირესი და ყველაზე გავრცელებული ფორმებია ასაკთან დაკავშირებული კატარატქა ანუ ბროლის შემღვრევა და ბადურის ისეთი დაავადებები, როგორიცაა ასაკობრივი მაკულოპათია, დიაბეტური რეტინოპათია.

ამ დაავადებების გამოვლინება როგორც წესი, იწყება პაციენტებში, 60-65 წლის ასაკის ზევით.

– რომლებია წითელი ნიშნები, სიმპომები, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

– ასაკობრივი დაავადებების უხშირესი და ყველაზე დამაზიანებელი გამოვლინება მხედველობის გაბუნდოვანებაა. კატარაქტის დროს პაციენტი უჩივის ბუნდოვან ხედვას, ფერების აღქმის დარღვეას, ღამით მხედველობის გაძნელებას და ზოგიერთ შემთხვევაში გაორებასაც.

რაც შეეხება ბადურის დაზიანებებს, ამ დროს პაციენტების ჩივილი მხედველობის სიმახვილის დაქვეითებასთან ერთად არის, ისეთი მოვლენები როგორიცაა მეტამორფოფსია, ანუ საგნების უსწორმასწოროდ აღქმა,ცენტრალურ მხედველობაში შავი ლაქის გაჩენა. ასეთ დროს პაციენტების ცენტრალური მხედველობა ქვეითდება ხოლო პერიფერიულად ისინი საგნებს აღიქვამენ უფრო მკაფიოდ.

ეს ის მთავარი საგანგაშო ნიშნებია, როცა პაციენტმა გადაუდებლად უნდა მიმართოს ექიმს, თუმცა, ყველა სიმპტომი, თუნდაც მცირე, საგულისხმოა.

– თუ არ მიმართა პაციენტმა დროულად ექიმს, გართულება რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს?

– შესაძლოა გამოიწვიოს სიბრმავე, თუმცა, არა შეუქცევადი დაზიანება, ეს ნიშნავს რომ კატარატქის ოპერაციის ჩატარების შემდეგ, როგორი გართულებული ფორმისაც არ უნდა იყოს ის, მხედველობა აღდგება და გაუმჯობესდება, განსხვავებით ბადურის დაზიანებებისგან.

ბადურის დაზიანებისას ამ დროს მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება და დროული, ადეკვატური მკურნალობის დაყება, რადგან ბადურის დაგვიანებით დაწყებულმა მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს მხრდველობის შეუქცევადი დაზიანება, რომელიც რთულად ან ვერ აღდგება.

– ჩამოთვლილი დაავადებებისთვის, რა სადიაგნოსტიკო მეთოდები არსებობს ნიუ ჰოსპიტალსში?

– კატარაქყის დიაგნოზის დადგენა ხდება ოფთალმოლოგიურ კაბინეტში, ბროლის სუბიექტური შეფასებით. ოფთალმოლოგი ვიზიტის დროს აფართოვებს გუგებს, წვეთების საშუალებით, და ბიომიკროსკოპის დახმარებით აფასებს ბროლის გამჭირვალობას. რომელიმე შრის შემღვრევის შემთხევაში დგინდება კატარაქტის დიაგნოზი.

ბადურის დაავადებების დიაგნოსტირება კი მოითხივს უფრო ღრმა, მაღალტექნოლოგიურ კვლევას, ნიუ ჰოსპიტალსში გამოიყენება თამედროვე ტომოგრაფიის აპარატი, ტოპკონის ოპტიკურ–კოჰერენტული ტომოგრაფია. მათი საშუალებით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შრეობრივად შევაფასოთ ბადურა და მოხდეს სწორი, სწრაფი და ხარისხიანი დიაგნოსტირება.

– როგორია ამ დაავადებების მკურნალობის პრაქტიკა და რამდენად ეფექტურია?

– კატარაქტა ეს არის სრულად ქირურგიული დაავადება, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი მკურნალობისთვის მხოლოდ ქირურგიული საშუალება არსებობს. ოპერაციის დროს ხდება შემღვრეული ბროლის შიგთავსის მოცილება და თვალში გადაინერგება გამჭირვალე ხელოვნური ბროლი,

ბადურის დაავადებების დროს კი, მაგალითად, მაკულის შეშუპების შემთხვევაში, პაციენტს შესაძლოა დაენიშნოს თვალშიდა ინექციები, ბადურის პერიფერიული ლაზერფოკოაგულაცია ან გართულებულ შემთხვევაში აქაც გამოიყენება ოპერაციული ჩარევა.

– შეიძლება ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დაავადებების პრევენცია? რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული ოფთალმოლოგიური შემოწმება 60 წლის შემდეგ?

– სამწუხაროდ კატარაქტის დაავადების პრევენცია შეუძლებელია, ვინაიდან ეს ასაკობრივი დაავადებაა და ის პროგრესირებს ასაკის მატებასთან ერთად.

დიაბეტური რეტინოპათიის შემთხვევაში მნიშვნელოვანია გლუკოზის დონის კონტროლირება სისხლში და არტერიული წნევის დარეგულირება. ეს მნიშვნელოვანდ იცავს ბადურის სისხლძარღვებს შემდგომი დაზიანებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია 60-65 წლის ზევით, თუნდაც სიმპტომების არ არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს ოფთალმოლოგს და ჩაიტაროს სრულყოფილი კვლევა, რათა დროულად მოხდეს დიაგნოსტირება და მკურნალობის შერჩევა, ეს კი განსაზღვრავს შემდგომში პაციენტის მხედველობის მაღალი ხარისხის ხანგრძლივად შენაჩუნებას.

– და ბოლოს, რა განცდაა, როცა მუშაობთ კლინიკაში, რომელსაც ოფთალმოლოგიის კუთხით, საუკუნეზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს და რა მოგცათ ნიუ ჰოსპიტალსში მუშაობამ, როგორც პროფესიონალს?

– ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში მუშაობა ჩემთვის უდიდესი პასუხიისმგებლობაა , ვინაიდან, გარდა იმისა რომ ეს ცენტრი უდიდესი ისტორიის და ტრადიციების მატარებელია, აქ დღემდე მუშაობენ ისეთი მაღალი დონის, ქვეყნის წამყვანი ოფთალმოლოგები, რომლებმაც უდიდესი წვლილი და მნიშვნელობა შეიტანეს ამ დარგის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში, მათთან ყოველდღიური ურთიერთობა ფასდაუდებელი გამოცდილება და პატივია. ეს მაძლევს მოტივაციას, რომ ჩემს პროფესიაში მუდმივი სწავლით, სიახლეების გაცნობითა და დანერგვით გავაგრძელო ესოდენ მნიშვნელოვანი გზა, რომელიც, სწორად აღნიშნეთ, დაიწყო საუკუნეზე მეტი ხნის წინათ.

(R)

თეგები: მირიან მაკრახიძენიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved