• რეკლამა
  • კონტაქტი
21:53, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არცერთმა სიტყვით გამომსვლელმა არ ახსენა ის ადამიანები, ვინც ამ ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომ ისინი დღეს ციხეში არიან – გიორგი ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
12:02 06-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,038

„არ შემიძლია ჩემი გაკვირვება არ გამოვხატო იმ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, რომ არცერთმა სიტყვით გამომსვლელმა, არ ახსენა ის ადამიანები, ვინც ამ ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომ ისინი დღეს ციხეში არიან. არავის ვაძალებთ შეიყვაროს პრეზიდენტი სააკაშვილი, ან ნიკა გვარამია, ან ბაჩო თამლიანი, ან ძმები წულუკიძეები, ან სამშობლოს პატრიოტი ოფიცრები (რომა შამათავა) და სხვები, მაგრამ ის ხომ უნდა ერთად დავგმოთ რომ რეჟიმს პოლიტპატიმრები ჰყავს?“ – ამ სიტყვებით ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე 20 ივნისს მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ გამართულ აქციას.

„გუშინდელ ისტორიულ აქციაზე, სადაც, პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ სხვა საკითხებში განსხვავებული პოზიციების მქონე, საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები ერთად ვიდექით და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და დეოლიგარქიზაციას მხარს ერთხმად ვუჭერდით, უკვე ბევრი ძალიან დადებითი სიტყვები ითქვა, რასაც გულწრფელად ვიზიარებ. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ შესანიშნავ აქციაზე მოვიდა და ვინც მის ორგანიზებაში თავისი წვლილი შეიტანა. ამავდროულად არ შემიძლია ჩემი გაკვირვება არ გამოვხატო, იმ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, რომ არცერთმა სიტყვით გამომსვლელმა, არ ახსენა ის ადამიანები, ვინც ამ ოლიგარქიულ რეჟიმს ებრძვის და ამიტომ ისინი დღეს ციხეში არიან.

გასაგებია, რომ მნიშვნელოვანია განსხვავებულ ადამიანთა ერთიანობის შენარჩუნება ევროკავშირში გაწევრიანების იდეის ირგვლივ, მაგრამ ეგ როგორ მოხდება, თუ ვითაკილეთ ან მოვერიდეთ ვთქვათ ის მწარე სიმართლე, რა მძიმე რეალობა გვაქვს ქვეყანაში, როცა რეჟიმს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები? არავის ვაძალებთ შეიყვაროს პრეზიდენტი სააკაშვილი, ან ნიკა გვარამია, ან ბაჩო თამლიანი, ან ძმები წულუკიძეები, ან სამშობლოს პატრიოტი ოფიცრები (რომა შამათავა) და სხვები, მაგრამ ის ხომ უნდა ერთად დავგმოთ რომ რეჟიმს პოლიტპატიმრები ჰყავს? როგორ უნდა ავუაროთ გვერდი იმ ჭეშმარიტებას, რომ ევროპული პრინციპები გვკარნახობს, საქართველოს აღარასდროს აღარ ჰყავდეს პოლიტიკური პატიმარი და რომ ეს ხალხი უნდა გათავისუფლდეს? რა გამოდის, ვიბრძვით ევროკავშირისთვის და გვერიდება, გვეთაკილება, გვიტყდება თუ რა არ ვიცი და არ ვახსენებთ ამ ხალხს, ვინაც ამდენი გააკეთა იმისათვის რომ საქართველო თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო ყოფილიყო, შემდეგ წინ აღუდგა ამ გზის მოწინააღმდეგე რეჟიმს და ახლა მას ამის გამო ციხეში ჰყავს გამომწყვდეული? ეგ არაა თავისუფლება ან ევროპელობა, ეგ არაა სამართლიანი და ეს არაა სწორი არცერთი ასპექტით.

„ევროპელობა“ (ბევრ სხვა სწორ პრინციპთან ერთად) იმასაც ნიშნავს, რომ დაიცვა იმ ადამიანის უფლებებიც, ვინც შენ არ მოგწონს, შეიძლება გეზიზღება კიდეც! არავის ვთხოვთ გამუდმებით ამაზე საუბარს და მათი სახელების სკანდირებას, უბრალოდ სურვილი მაქვს მომავალი აქციები და საერთო მოქმედება იყოს უკეთესი და მართლაც იმ ფასეულობების შესაბამისი, რაზეც არის დაფუძნებული ევროკავშირი. სამართლიან სასამართლოზე ვსაუბრობთ და ეს ყველას გვინდა და როგორ უნდა ავუაროთ გვერდი იმ ხალხს, ვინც ოლიგარქის ჯიბის სასამართლომ პოლიტიკური მოტივებით ციხეში გაუშვა? ვინ დაიჯერებს ჩვენი ზრახვების გულწრფელობას თუ ეს უმარტივესი პრინციპები დავივიწყეთ? ბოლოს მინდა გულწრფელად ვისურვო, რომ ასეთი შეცდომები აღარ განმეორდება და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მშვიდობიან ბრძოლაში ჩართული სამოქალაქო ჯგუფები, პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ცალკეული მოქალაქეები, ყველანი ერთად, მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ერთმანეთს და ევროპულ პრინციპებს პატივს ვცემთ და საბოლოოდ ჩვენი ძალისხმევა საქართველოსთვის სასიკეთო შედეგს გამოიღებს“, – წერს გიორგი ბარამიძე Facebook-ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved