• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არცერთი შვილის გვამი მე არ მინახავს” – აგვისტოს ომის გმირი ბიჭების მამა, მურაზ რომელაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:06 08-08-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

1991 წელი იყო, როცა ძმები, გია და გელა რომელაშვილები ცხინვალიდან დევნილები გახდნენ. მაშინ გია 11 წლის იყო, გელა 7-ის. დევნილი ძმები  მშობლიურ ქალაქში 17 წლის შემდეგ, 2008 წლის 8 აგვისტოს დაბრუნდნენ, დაბრუნდნენ სამუდამოდ… მათ იქ დალიეს სული, სადაც დაიბადნენ…

რუსთავი2-ის ერთ-ერთ გადაცემაში, გმირი ბიჭების მამამ შვილების შესახებ ისაუბრა:

„მე დავიბადე ცხინვალში. 30 წელი ვიცხოვრე იქ. ახლა 30 წელია გორში ვცხოვრობ. რატომ ვცხოვრობ გორში? – იმიტომ რომ რუსებმა არჩევანი არ დამიტოვეს – წამართვეს სახლი, ქალაქი, ჯანმრთელობა და წამართვეს ორი შვილი. მიფიქრია – ღირს კი ამის შემდეგ ცხოვრება? – ვაგრძელებ ცხოვრებას, იმიტომ, რომ შვილიშვილებს გაზრდა უნდა…

ცხინვალიდან რომ გამოგვყარეს გია 11 წლის იყო, გელა 7-ის. ძმები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან ირიცხებოდნენ. გია ოცმეთაური იყო, გელა ოცეულის მემიზნე. სულ იმას იძახდნენ, რომ ჩვენი დასაბრუნებელია ცხინვალიო… აგვისტოს ომში წინა ხაზზე პირველები გავიდნენ…

ცხინვალში, სატანკო კოლონას წინ 406-ე ტანკი მიუძღოდა, რომელშიც ორ ჯარისკაცთან ერთად გია იმყოფებოდა. უკან გელას ტანკი მიჰყვებოდა, რომელიც ააფეთქეს. ორი წევრი გადარჩა. გიამ დანარჩენების გადასარჩენად ტყვიამრფქვევებით ცეცხლი გახსნა და ცოტა ხნით შეაჩერა მტერი.

თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩვენ გამოვედით სამშვიდობოზე და ცოტა ხანში სროლაც შეწყდაო. ამის შემდეგ რა მოხდა არ ვიცითო…

მოხდა ის, რომ ერთი ტყვიაც ვერ შეინახა თავისთვის… ახლომდებარე შენობაში შევარდა, თუმცა იქ რუსებისა და ოსების შტაბი აღმოჩნდა, ტყვედ აიყვანეს, მთელი ღამე აწამეს, შემდეგ მოკლეს და დაწვეს.

რაც შეეხება გიას – გიას მოვალეობა იყო გასულიყო თამარაშენში სადაც სპეცრაზმი უნდა დახვედროდა. გავიდა ხეობაში და სპეცრაზმი არ დახვდა. დარჩა მარტო. უკან რომ ბრუნდებოდა დაინახა მისი ძმის ტანკი აფეთქებული, შეანგრია კედელი, საიდანაც ისროდნენ.  არ ვიცი რა ესროლეს, ტანკმა დეტონაცია განიცადა და მისი გვამი არ არსებობს. არცერთი შვილის გვამი მე არ მინახია….

ცნობისთვის, 2008 წლის 25 დეკემბრამდე ორივე ძმა უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, დნმ-ის ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ ოკუპაციის ზონიდან გადმოსვენებული ბოლო 10 ჯარისკაცის ცხედრიდან ერთ-ერთი გელა რომელაშვილის იყო.

სიკვდილის შემდეგ ძმები რომელაშვილები ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ. 2016 წელს გორის ერთ-ერთ ქუჩას ძმები რომელაშვილების სახელი მიენიჭა. 2011 წელს კი, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, მათი სახელობის სკვერი გაიხსნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved