• რეკლამა
  • კონტაქტი
16:50, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი“ – თემურ ალასანია სასამართლოში მივიდა

ალია ავტორი - ალია
15:33 12-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. მას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ. 

მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვიდე, გავიგო რა პრეტენზიები აქვთ, თუ აქვთ საერთოდ, რასთან დაკავშირებით არის გამოძახება, რა საქმე აქვთ გახსნილი, გამოძიება რაზე მიმდინარეობს და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, რა პოზიცია დავიჭიროთ”, – თქვა თემურ ალასანიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერები, რომელზეც გამოძიებაა დაწყებული, ავთენტური არ არის და ეს პროცესი ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პიარის მცდელობაა.

“არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და ამიტომ ამაზე შინაარსობრივად განცხადებას არ გავაკეთებ. მე არ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, არ შემიტანია არავითარი განცხადება ან მოთხოვნა გამოძიებაზე. თუ დაირღვა ჩემი უფლებები, მე უნდა მოვითხოვო მათი დაცვა და მოვითხოვ იქ, სადაც ვცხოვრობ, ამერიკაში. მაგრამ, მე ამას არ ვთვლი საჭიროდ. ეს არის პოლიტიკური პიარი, ეს არის მცდელობა, საკმაოდ მოუხეშავი მცდელობა გადაიტანონ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალური პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით და მესამე პრეზიდენტის უკანონო პოლიტიკური დევნით”, – აღნიშნ მან.

რაც შეეხება საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზს, თემურ ალასანია ამბობს, რომ ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღისთვის და ახალი წლის აღსანიშნად არის ჩამოსული:

“დაბადების დღისთვის ვარ ჩამოსული და ახალი წლისთვის. დედაჩემის სასაფლაოზე არასოდეს ვყოფილვარ, ახლა ახალი წელია. ჩამოვედი რომ ჩემ დას გავუწიო რაღაც დახმარებას, გვერდით დავუდგე მორალურად, დაბადების დღე აღვნიშნოთ ოჯახში მიშასი”, – თქვა თემურ ალასანიამ.

წყარო: მთავარი არხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved