ირაკლი კობახიძე თამარ ჟვანიას გადადგომაზე:
,,ორი სიტყვით თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით.
ცესკოს თავმჯდომარეს, რომელმაც სუფთად ჩაატარა 5 ძირითადი და
10-ზე მეტი შუალედური არჩევნები:
- გაუყალბეს პარალელური ხმის დათვლა (ე.წ. პივიტი);
- გაუყალბეს 8-პროცენტიანი ზედმეტობა;
- გაუყალბეს არჩევნების შედეგების დაგვიანებით გამოცხადება;
- გაუყალბეს არჩევნების გაყალბება…
ამ ყველაფრის გამყალბებელმა პარტიებმა, ენჯეოებმა და მედიამ ვერ დაასაბუთეს ვერცერთი ბრალდება – რაც არ არსებობს, იმას ვერც დაასაბუთებ.
თუმცა, არცერთ პარტიას, ენჯეოს და მედიას არ აღმოაჩნდა არც კაცური ღირსება და არც ქალური სოლიდარობა, თამარ ჟვანიასთვის ელემენტარული ბოდიში მოეხადა.”
კომენტარები