ჩვენი სტრატეგიული მეკავშირეების მცდელობა, რუსეთი ისეთ ხაფანგში ჩაიყოლიონ, საიდანაც გამოსვლაც გაუჭირდება, ყველაზე კარგად ესმის პუტინს, ამიტომ ის ამ ხაფანგში ჩაყოლასაც და ჩათრევასაც მაქსიმალურად აირიდებს – ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გავეცანი რამოდენიმე ექსპერტის უალტერნატივო მოსაზრებას, რომ რუსეთი სადაცაა უკრაინაში შეიჭრება, რომ ის “იძულებულია” ეს გააკეთოს, რომ მას “სხვა გზა არა აქვს” და ა.შ. მე – ექსპერტი არ გახლავართ, ამ იერარქიაში რამოდენიმე საფეხურით ქვემოთ ვიმყოფები და დიდი სარეპუტაციო ზიანის ასევე არ მეშინია. ამიტომ ანალიტიკოსის პოზიციებიდან ვიტყვი – არც “იძულებულია”, არც “სხვა გზა არა აქვს” და არც არანაირი უკრაინაში შეჭრა არ შედგება.ჩვენი სტრატეგიული მეკავშირეების მცდელობა, რუსეთი ისეთ ხაფანგში ჩაიყოლიონ, საიდანაც გამოსვლაც გაუჭირდება, მის მიმართ ფართომასშტაბიანი სასანქციო პაკეტის ამოქმედებაც ასახსნელად გამართლებული იქნებოდა – ყველაზე კარგად ესმის პუტინს, ამიტომ ის ამ ხაფანგში ჩაყოლასაც და ჩათრევასაც მაქსიმალურად აირიდებს. ისევე აირიდებს, როგორც ყაზახეთში “მეორე ფრონტის” გახსნა ჩაახშო ისე, რომ “პოპკორნით” ხანგრძლივი ტკბობის მოლოდინში მყოფმა მსოფლიომ, კოკა-კოლის ერთი ყლუპის გაკეთებაღა მოასწრო.მე ძალიან კარგად მესმის, რომ პუტინის ზე-ამოცანას, მოდერნიზებული კავშირი შექმნას პოსტსაბჭოურ სივრცეში, დასავლეთი უკვე არა როგორც “აკვიატებულ აზრს”, არამედ როგორც სავსებით განხორციელებად პრაქტიკულ ამოცანას უყურებს და მან ყოველივე ამას რაღაც უნდა დაუპირისპიროს. თუნდაც სანქციებით რუსეთის დასუსტების გზით, მის ისედაც მილიტარისტული აგრესორის იმიჯს ახალი სარჩულის მიკერებით და ა.შ. მაგრამ, რუსეთმა – ვერ მოგართმევთო და ამიტომ ამ ეტაპზე ტაქტიკური თვალსაზრისით, მომგებიან პოზიციაში იმყოფება და აუღელვებლად ემზადება პეკინში ორი ქვეყნის ლიდერების მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის.ის, რომ უკრაინას შესაძლო ტრიგერად, კატალიზატორად და დასახურდავებელ კუპიურად ამზადებდნენ მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეები თავის სტრატეგიულ გეგმებში, ამას პრეზიდენტი ზელენსკიც მიხვდა და ამიტომაც ბევრისთვის მოულოდნელად აუმაღლა ხმა თეთრი სახლის ადმინისტრაციას, სახელმწიფო მდივან ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ. დღეს ბლინკენი უკვე თავის რუს კოლეგას ხვდება, მაგრამ რაიმე ახალ გარღვევას დიდი ალბათობით არ უნდა ველოდოთ. რაც შეეხება რუსის ჯარის კონცენტრაციას უკრაინის სახმელეთო საზღვრებთან, თუ შავ ზღვაში დღეს დაწყებულ წვრთნებს – 2008 წლის ივლისში როკის გვირაბთან 58-ე არმიის სრულ მზადყოფნაში მოყვანის მსგავსად, იმ სიტუაციაში, თუ მოწინააღმდეგე სამხედრო ტიპის პროვოკაციას მაინც განახორციელებს, პუტინიც “იძულებული” იქნება მიმართოს მხოლოდ და მხოლოდ “საპასუხო” ზომებს, ხოლო აგრესიის დაწყება უკრაინასა და მის მოკავშირეებს მიაწეროს, როგორც ეს საქართველოს მაგალითზე გააკეთა. დასავლეთს კი საქართველოს მწარე მაგალითი კარგად ახსოვს და ომის დაწყება საკუთარ თავს თუ უკრაინას, შემდგომში რომელიმე საერთაშორისო საგამოძიებო დოკუმენტში ხელმოწერით დაადასტურებინოს – არანაირად არ აწყობს. არც ზელენსკის უნდა თავის თავზე სააკაშვილის როლის მორგება – ეს მან გუშინ ცალსახად გამოაჩინა. ამიტომ რუსეთის მხრიდან – ომის დაწყებას მე პირადად გამოვრიცხავ. რუსეთისთვის, მისთვის მისაღწევი ზე-ამოცანის გზაზე, ამ ეტაპზე ისედაც ყველაფერი წარმატებულად მიმდინარეობს, ჯერჯერობით ბელარუსისა და ყაზახეთის მიმართულებით, უკრაინასთან მიმართებაშიც რაიმე მოულოდნელ სიურპრიზებსაც არ გამოვრიცხავ“ – წერს დავით ქართველიშვილი.
			

                                
                                

                                









კომენტარები