• რეკლამა
  • კონტაქტი
10:08, ხუთშაბათი, 18 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არც “ნაციონალური მოძრაობა” და არც “ქოციონალური მოძრაობა” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
16:51 12-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კელი დეგნანის რეზიდენციაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

„სამწუხაროდ, ისევ და ისევ ბინძური თავდასხმის ობიექტი გავხდით. ისევე, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ. სწორედ ის ძალები, რომლებიც დღეს ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობენ, წინასაარჩევნოდ სწორედ ამ ძალებმა, მათ შორის ბატონ ნიკა გვარამიას მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა დაარღვიეს საერთო ოპოზიციური შეთანხმებები, მისი უშუალო მონაწილეობით დამიყენეს კანდიდატი ისნის რაიონში და ჩაშალეს ის ძალიან დიდი პროცესი, რომელსაც დიდი გამარჯვება უნდა მოეტანა ქართველი ხალხისთვის.

ახლა, რაც შეეხება ჩემს ამოცანებს – პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი ამოცანაა და ჩვენი გუნდის ამოცანაა, რომ ის 30 პროცენტი მოსახლეობის, რომელმაც თუნდაც ამ არჩევნებზე არც „ნაცებს“ და არ „ქოცებს“ ხმა არ მისცა, აი, ეს ყველა უნდა გავაერთიანოთ იმისათვის, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ. არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ სხვის რიტორიკაზე აყოლას, აი, ამ ბინძურ ქმედებებზე აყოლას და ყველას ვეუბნები, რომ თავი შეიკავეთ ამ სიბინძურისგან და ამ თავდასხმისგან. ჩემი და თქვენი გზები, როგორც ჩანს, მართლაც განსხვავდება. მე მინდა, ივანიშვილი მოვაშთო ამ ქვეყნიდან და მიდი ხელისუფლება; თქვენ გინდათ, მთელი ცხოვრება იყოთ ოპოზიციაში მუდმივად პირველები. იმიტომ შევდივარ ამ შეხვედრაზე, რომ შედგეს საერთო შეთანხმება, რომლითაც ფუნდამენტს ჩავუყრით ივანიშვილის მოშთობას ამ ქვეყნიდან.

ჩვენს პარტიაში ყველა ამ აზრზეა და თუ პაატა მანჯგალაძის განცხადებაზე საუბრობთ, მან ერთადერთი რამ თქვა – მე ვენდობი ჩემს ლიდერს, რომელიც არის წარმოდგენილი ამ მოლაპარაკებებზე. მე მგონი, აბსოლუტურად სწორი განცხადებაა პაატა მანჯგალაძის, რომელიც არის ღირსეული ქართველი და ასეთი თავდასხმებით, ასეთი ვითომ ინფოებით მართულ ბინძურ კამპანიას, ჩვენ ყოველთვის დავუპირისპირდებით.

რაც შეეხება საერთო ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას, სწორედ ასეთ პროცესებს შეაქვს განხეთქილება. მე ვარ ის ადამიანი და კითხეთ ნებისმიერ ოპოზიციონერს, ვინც ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო ერთიანობა პოზიციაში, რომ მაქსიმალურად ვყოფილიყავით ერთიანები ყველა შეთანხმებაზე. ასეთივე ერთიანი სახით მივდივართ დღეს შეთანხმებაზე და მე იმედი მაქვს, რომ ყველა ამ ბინძური თავდასხმებისგან შეიკავებს თავს.

„მორჩა და დამთავრდა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – დიახ, ჩემი ამოცანა არის არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქოციონალური მოძრაობა“, არამედ 30 პროცენტიანი, დიდი მონოლითი, რომელიც ამ მოჯადოებული წრიდან გამოიყვანს პროცესს.

მიზანი ამ თავდასხმის არის ოპოზიციურ ფლანგზე, ნებისმიერ ლიდერს, რომელსაც შეუძლია ჰქონდეს დამოუკიდებელი განრიგი, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს კონსოლიდაციაში, მას ტალახი ესროლონ. ისევე, როგორც ეს იყო წინასაარჩევნოდ და მე შეგახსენებთ, სწორედ ამ ადამიანების მიერ, „მთავარი არხის“ მიერ გაკეთებულ სიუჟეტს სიუჟეტზე, როგორ ვითომ ვაკვრდებოდით ჩვენ ვიღაცებს და როგორ ბნელ მხარეს გადავდიოდით. ბნელ მხარეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც თავისი თავის ოპოზიციონერობა უნდათ და არა გამარჯვება ამ ქვეყანაში.

„მთავარმა არხმა“ ისე გააკეთა სიუჟეტი, არც დაგირეკავთ, ნიკა გვარამიას ჩემი ტელეფონი აქვს და შეუძლია, რომ დამირეკოს და არც კი გიკითხავთ არაფერი. გააკეთეთ სიუჟეტი, რომ ვითომ ჩვენ ვაპირებთ რაღაცა ძირგამომთხრელ საქმიანობას ოპოზიციასთან მიმართებით, ამას არ ვაპირებთ.

საერთო ოპოზიციურ ფორმატში ვიღებთ მონაწილეობას, მე სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოვუწოდებ, კარგად დავფიქრდეთ, რა თქმა უნდა აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა უნდა ავირჩიოთ იმისთვის, რომ არ ვიყოთ მძევალი. ჩემთვის პრინციპულია კონსოლიდაცია იმ 30 პროცენტი ადამიანების, ვინც ამ არჩევნებში გამოჩნდა.

ჩემი შეცდომა თუ რამე არის, არის ის, რომ იმ აღვირახსნილ კრიტიკას, რაც წინასაარჩევნოდ იყო, მე არ ვუპირისპირდებოდი ისე, როგორც საჭირო იყო. მეგონა, რომ ხალხი ბრძენია და ამას ყველაფერს პასუხს გასცემს. ჩვენ ჩვენი განრიგი გვაქვს და ყველა თავდასხმას ამიერიდან ვუპასუხებთ. ვინც ეს განცხადებები გააკეთა და ფეისბუქზე ივაჟკაცა, იმას უნდა იცოდეს, რომ პროცესებს აზიანებს.

ამ დღეების მანძილზე, ყველა შეხვედრის წინ გაძლევთ ყველა კითხვაზე პასუხს და ყველა შეხვედრის შემდეგ გაძლევთ. ჩემი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, თუ რაღაც გადაცემებში ვერ მივდივარ, ეს სხვა საკითხია და ეს ძალიან კარგად იცის მათ შორის ნიკა გვარამიამაც. მან დაიწყო ეს თავდასხმა ჩემზე და მზად ვარ ნებისმიერ სიტუაციაში განვიხილო აბსოლუტურად ყველა ეს საკითხი. მოლაპარაკებას აზიანებს ნამდვილად. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ის ადამიანი, რომელიც ვითხოვდი გასაჯაროებას ამ ყველაფრის, რაც შიგნით ხდება, მათ შორის ელჩებთან.

არის საჭირო 30 პროცენტის კონსოლიდაცია, რომ ამ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ, რადგან არ შეიძლება ვიყოთ მუდმივად რაღაცა თავდასხმების ობიექტი. ჩემი შეცდომა, კიდევ ერთხელ ვამბობ არის ის, რომ წინასაარჩევნოდ რომ არ ვუპასუხე ყველა თავდასხმას, რომელიც იყო ჩვენთან, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მიმართებით, ამას ფუნდამენტურ შეცდომად მივიჩნევ და მომავალში ამას არ ვაპირებ არასდროს გავიმეორო“

თეგები: 2020 არჩევნებიგიორგი ვაშაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის წინასასკოლო შეთავაზებებით 60 000 მომხმარებელმა ისარგებლა

15:24 09-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved