• რეკლამა
  • კონტაქტი
09:51, ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არც ერთი ცოლი ვალ­დე­ბუ­ლი არ არის იძუ­ლე­ბი­თი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ჰქონ­დეს ქმარ­თან; არც “ცოლ­ქმრუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი” არ არ­სე­ბობს სექსთან მი­მარ­თე­ბით – ბაია პატარაია

ალია ავტორი - ალია
11:41 08-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
365

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, “სა­ფა­რის” ხელ­მძღვა­ნე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს და ეხ­მი­ა­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ მო­საზ­რე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ქმრის მიერ ცოლ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა, მა­შინ როცა ქალს ეს არ სურს, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ არის.

“ხალ­ხი ღლი­ცი­ნებს ქმარ­მა ცოლი რო­გორ უნდა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რო­სო, რო­გორ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად: რო­დე­საც ქმარს ფე­ხებ­ზე ჰკი­დია, უნდა თუ არა ცოლს სექ­სი და აი­ძუ­ლებს, არც ეკი­თხე­ბა და არც აინ­ტე­რე­სებს ცო­ლის აზრი – ეს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაა.

არც ერთი ცოლი ვალ­დე­ბუ­ლი არ არის იძუ­ლე­ბი­თი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ჰქონ­დეს ქმარ­თან; არც “ცოლ­ქმრუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი” არ არ­სე­ბობს სექსთან მი­მარ­თე­ბით. ყვე­ლა სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი ნე­ბის­მი­ერ წყვილს შო­რის უნდა იყოს თან­ხმო­ბით! როცა ერთ მხა­რეს არ უნდა და მე­ო­რე აი­ძუ­ლებს – ეს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაა, გინ­და ქმა­რი იყოს, გინ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და გინ­და უც­ნო­ბი – ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაა.

სხვა­თა­შო­რის, ქა­ლებს უც­ნო­ბი კა­ცე­ბი იშ­ვი­ა­თად აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ. სტა­ტის­ტი­კუ­რად ყვე­ლა­ზე ხში­რად, ქალს მის­თვის ნაც­ნო­ბი და სან­დო და ზოგ­ჯერ ძვირ­ფა­სი მე­გო­ბა­რი ან პარტნი­ო­რი აუ­პა­ტი­უ­რებს. გე­ყოთ ზღაპ­რებ­ში და ილუ­ზი­ებ­ში ცხოვ­რე­ბა! გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას მა­ნი­ა­კე­ბი კი არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კა­ცე­ბი ჩა­დი­ან, და თავს დამ­ნა­შა­ვე­დაც კი არ მი­იჩ­ნე­ვენ, რად­გან პატ­რი­არ­ქატ­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის კულ­ტუ­რა ყვა­ვის, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გა­ა­მარ­თლებს კაცს და ყო­ველ­თვის დას­ცი­ნებს ქალს.

სულ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: 14 წლის გოგო გა­ი­ტა­ცა ბიჭ­მა და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, “ცო­ლად უნ­დო­და”, რომ გე­კი­თხა. გო­გომ იჩივ­ლა, ბიჭი ვერ და­ა­კა­ვეს. 17 წლის ასაკ­ში იგი­ვე ბიჭ­მა იგი­ვე გოგო გა­ი­ტა­ცა, ალ­ბათ ისევ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად გო­გოს არ უჩივ­ლია. როცა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჰკი­თხა, რატო არ ჩი­ვიო, იცით რა უპა­სუ­ხა? მა­შინ რომ ვი­ჩივ­ლე, ბავ­შვი ვი­ყა­ვი და ბევ­რი რამე არ მეს­მო­და, ახლა კი ვიცი, რომ თუ ქმა­რია, ეგ ვერ გა­გა­უ­პა­ტი­უ­რებს, ეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­მე­აო.

პა­ტა­რა გოგო კი არა, დღეს უამ­რა­ვი ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე ფიქ­რობს, რომ ქმრის­გან გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ არ­სე­ბობს და რომ ეს უნდა ით­მი­ნოს ცოლ­მა. არა, ქა­ლე­ბო, არა­ვის­გან არ უნდა მო­ით­მი­ნოთ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, მი­თუ­მე­ტეს ქმრე­ბის­გან და სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის მა­მე­ბი­სა­გან, რომ­ლებ­მაც ერი­სა და ბე­რის წი­ნა­შე და­ი­ფი­ცეს, რომ უყ­ვარ­დით და პა­ტივს გცემ­დნენ და იზ­რუ­ნებ­დნენ თქვენ­ზე ჭირ­სა თუ ლხინ­ში. თუ ვინ­მეს არ ეპა­ტი­ე­ბა ქა­ლის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, პირ­ველ რიგ­ში ქმარს არ ეპა­ტი­ე­ბა!

გა­ი­გეთ, იცო­დეთ და ას­წავ­ლეთ თქვენ შვი­ლებს: გო­გო­ებ­საც და ბი­ჭებ­საც – თან­ხმო­ბის გა­რე­შე სექ­სი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბაა!” – წერს ბაია პა­ტა­რა­ია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved