• რეკლამა
  • კონტაქტი
00:13, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არც ერთი წამით არ მტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ამ ბიჭების უკან მთელი საქართველო იდგა” – მურღულია ფეხბურთელებზე

ალია ავტორი - ალია
11:29 04-01-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
269

ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი – ჩვენ არ უნდა შეგვაცდინოს იმან, რომ ასეთ დიდ წარმატებას მივაღწიეთ, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა, გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომელმაც 26 მარტს მოპოვებული ისტორიული გამარჯვება შეაფასა.

მურღულიამ აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება ფეხბურთელთა ამ წარმატებას 43 წელი ელოდა.

„არც ერთი წამით არ მტოვებდა იმის შეგრძნება, რომ ამ ბიჭების უკან მთელი საქართველო იდგა. იცით, რით იდგა? მთელი ისტორიით, თავისი ძალმოსილებით, ოცნებებით, თავისი დარდებითაც კი და ყველა აქეზებდა ამ ბიჭებს, რომ „აბა, თქვენ იცით!“. ბოლო პენალტი რომ გავიდა, ვულკანივით ამოხეთქა! ამ მომენტს რამდენჯერმე ვუყურე“, – განაცხადა მურღულიამ.

მისივე თქმით, ასეთი გამარჯვებები საზოგადოებაში მთავარს რასაც ბადებს, ეს იმედია.

„იცით, ეს რისი იმედია? რომ შენ შეგიძლია და მარტო ამ სფეროში კი არა, ყველგან შეგიძლია. ჩვენ მართლაც შეგვიძლია, რომ ყველა სფეროში წარმატებას მივაღწიოთ. ასეთი ერთიანობა, როდესაც მთელი ქვეყანა ამ ფეხბურთელებში არის განსხეულებული, ბადებს იმის იმედს, რომ ყველაფერი შეუძლიათ. ამნაირი განწყობის წინააღმდეგ ვერავინ წავა! ამის წინააღმდეგ ვერც მსოფლიო წავა! თუ ჩვენ ისეთები ვიქნებით, როგორებიც ეს ბიჭები იყვნენ მოედანზე, თუ ჩვენ მოვინდომებთ და სიტყვა სიყვარულს შევუწყვილებთ პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობას, მიზანსწრაფულობასა და ასე შემდეგ, ჩვენი გამჩერებელი არავინაა“, -აღნიშნა მურღულიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved