• რეკლამა
  • კონტაქტი
19:24, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არც ერთი ფულის შოვნა არ ღირს იმად, რომ მერე ადამიანებმა, ქართული ფილმის არ იყოს, „კიკუ“ გეძახონ,”- ასე ეხმაურება ქართული რძის პროდუქტის გატანას რუსეთში “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია.

ალია ავტორი - ალია
13:39 03-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

“არც ერთი ფულის შოვნა არ ღირს იმად, რომ ცოტა ხანში ადამიანებმა, ქართული ფილმის არ იყოს, „კიკუ“ გეძახონ,”- ასე ეხმაურება ქართული რძის პროდუქტის გატანას რუსეთში “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია.  მისი თქმით, საქართველოს დღეს მთელი მსოფლიო აკვირდება და თითოეული ნაბიჯის გადადგმა სწორედ უნდა იყოს გათვლილი.       “ქართველი ბიზნესმენი რომ ვიყო, რუსეთში პროდუქტების გატანას არ გავრისკავდი, რადგან ეს სულ წამოსაძახებელი და შესახსენებელი იქნება. მგონია, რომ არც ერთი ფულის შოვნა არ ღირს იმად, რომ ცოტა ხანში ადამიანებმა, ქართული ფილმის არ იყოს, „კიკუ“ გეძახონ. მგონი, რუსეთმა აკრძალვები თავად მოხსნა და ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლების როლი როგორია, არ ვიცით, მაგრამ ყველას გვეცოდინება იმ ბიზნესმენების როლი, ვინც ამ დროს ისარგებლებენ და რუსეთში პროდუქციას შეიტანენ. საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს და ეს ყველაფერი პოლიტიკური აქტია, რომელიც სწორად უნდა ჩავიდინოთ, რათა შემდეგ ცუდად არ წამოგვაძახონ და სულ იქნება წამოსაძახებელი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისათვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის როსსელხოზნადზორი 15 ქართულ კომპანიას საშუალებას აძლევს, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.

გადაწყვეტილება 5 მარტს, როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელის, სერგეი დანკვერტისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჩეკურაშვილის შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.

gtmedia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved