• რეკლამა
  • კონტაქტი
09:19, შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ რჩება – ირაკლი ქადაგიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:04 08-27-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311

რთველთან დაკავშირებით სახელმწიფომ სწორედ ის პოლიტიკა განახორციელა, რა პოლიტიკითაც, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ რჩება. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ პროგრამას, რაც დღეს მუშაობს სოფლის-მეურნეობაში და მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობაში, – ამის შესახებ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მიზანია ყველაფერი, რაც ქვეყანაში პოზიტიური ხდება, მაქსიმალურად შავად წარმოაჩინონ.

ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” წევრს გიორგი ბოტკოველს ციფრები შეახსენა, რომლის თანახმად, 2013-2022 წლების განმავლობაში ქართველმა მევენახეებმა შემოსავლის სახით 2 მილიარდ 140 მილიონი ლარი მიიღეს.

„პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, თუ ბოტკოველი და საერთოდ „ნაციონალური მოძრაობა” ცოტა ადრე მოიკითხავდა სოფლის-მეურნეობისა და კონკრეტულად მევენახეობის და მეღვინეობის მდგომარეობას. რამდენიმე ციფრს შევახსენებ, რომ მისი პროვოკაციული გამოხტომები ცოტა უფრო მიწასთან დაეშვას. პირველ რიგში, ვეტყვი იმას, რომ 2013-2022 წლების განმავლობაში ქართველმა მევენახეებმა შემოსავლის სახით მიიღეს 2 მილიარდ 140 მილიონი ლარი. ეს არის შთამბეჭდავი ციფრი. თუ 2012 წელს, მათი მმართველობის დროს ეს იყო დაახლოებით 35 მლნ ლარი, 2022 წელს ეს იყო 250 მლნ-ი. ამიტომ ციფრები თვითონ ყველაფერზე საუბრობს. ამავდროულად, თუ მათ დროს ღვინის ექსპორტი დაახლოებით 30 მლნ ტონა იყო, დღეს ეს ექსპორტი არის 105 მლნ ტონა. აქაც ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. ვენახების რაოდენობა არის გაორმაგებული. ამ რთველთან დაკავშირებითაც, სახელმწიფომ სწორედ ის პოლიტიკა განახორციელა, რა პოლიტიკითაც, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ რჩება. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ პროგრამას, რა პროგრამებიც დღეს მუშაობს სოფლის-მეურნეობაში და მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობაში. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მიზანი, რასაც ნაცმოძრაობის ქმედება ყველა მიმართულებით და ახლა რადგან რთველი მიმდინარეობს, რთველის მიმართულებით, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რომ რამენაირად ყველაფერი, რაც ქვეყანაში პოზიტიური ხდება, მაქსიმალურად შავად წარმოაჩინონ. ყველგან და ყველაფერში, სადაც კი ამის საშუალება გაუჩნდებათ, ხელი შეუშალონ პროგრესს და ადამიანებში გააჩინონ ნიჰილიზმი და მხოლოდ და მხოლოდ ბოროტი ვნებები. ეს არის ამის მიზანი და იმის გამო, რომ მას ნიადაგი არ აქვს, კიდევ ერთხელ დარჩება ჩვეულებრივ მედიაში აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიად”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

,,სითი მენეჯმენტ გრუპი’’ – დასუფთავების კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:23 11-14-2025
“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო
ახალი ამბები

“სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ გამოიხატება” – ვიდეო

12:11 11-14-2025
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved