• რეკლამა
  • კონტაქტი
01:55, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არც ერთი ალტერნატიული ძალა არ არსებობს ქვეყანაში, გარდა „ქართული ოცნებისა“, ვთქვათ ობიექტურად, რა ხდება, ოპოზიციური პარტიები ვერც კი ასახელებენ საკუთარ კანდიდატებს – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:52 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

ჩვენ, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

“მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები ლაგოდეხს და ლაგოდეხელებს. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს, აქ, თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენ ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას. მოგეხსენებათ, რომ უკვე დავიწყეთ აქტიურად რეგიონებში სიარული, ჩვენი კანდიდატების წარდგენები.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული. ჩვენ, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური მობილიზება, იმისთვის, რომ ჩვენმა გუნდმა ღირსეულად და დამაჯერებლად გაიმარჯვოს. გამარჯვებაზე მინდა გითხრათ კიდევ ერთხელ, სწორედ თქვენი დამსახურებაა, ჩვენო ამომრჩეველო, ერთგულო მხარდამჭერებო, ჩვენი დიდი ოჯახის წევრებო, ის, რომ ბოლო 7 არჩევნებში ჩვენმა გუნდმა გაიმარჯვა დამაჯერებლად. ამით მხოლოდ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა კი არ გაიმარჯვა, მეგობრებო, გაიმარჯვა ჩვენმა ქვეყანამ, იმიტომ, რომ ხალხი და ქვეყანა დაწყნარდა, დამშვიდდა და რეალურად, პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ქვეყანაში დამყარდა გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა.

რა თქმა უნდა, მშვიდობას და სტაბილურობას თან ახლავს განვითარება, რომელიც ყველა მიმართულებით მოვიტანეთ, ყველა სექტორის, ყველა სფეროს მიმართულებით ჩვენ გვქონდა სერიოზული პროგრესი, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ მთავარი გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის არის ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, სამუშაო ადგილები, რომელიც ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეა. გადავხედოთ რა ხდება პოლიტიკურ სარბიელზე, არც ერთი ალტერნატიული ძალა არ არსებობს ქვეყანაში, გარდა „ქართული ოცნებისა“, ვთქვათ ობიექტურად, შეხედეთ რა ხდება, ოპოზიციური პარტიები ვერც კი ასახელებენ საკუთარ კანდიდატებს, რა მდგომარეობაში არიან, მაგრამ მე აქ არ მოვედი იმისთვის, რომ ვილაპარაკო ჩვენს ოპონენტებზე, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ოპონენტი უნდა იყოს ჩვენი გაჭირვება, გაჭირვება ჩვენი მოსახლეობის, რეალური პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს და ამ პრობლემების მოგვარება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved