• რეკლამა
  • კონტაქტი
14:43, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არც ექიმად ივარგებო, მომაძახა” – რას წერს საპატრულო ეკიპაჟზე ექიმი

ალია ავტორი - ალია
23:22 01-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

ექიმი, ოთო აბესაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“აქვე პატარა, მაგრამ ძალიან გასაბრაზებელი ისტორია. მოკლედ, ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი დატვირთული გრაფიკი, კლინიკიდან კლინიკაში სირბილი და საშუალოდ 117 საათიანი სამუშაო კვირა. პანდემიიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სამსახურში სხვა ეკიპირებასთან ერთად პირბადეც სულ მიკეთია. აქვე აღვნიშნავ, რომ რამდენიმე კვირის წინ მეც გადავიტანე Covid-19. ერთადერთი შანსი სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის, კვირაში 1-2 საღამოს მაქვს, როცა მორიგე ან მუშაობისგან ძალიან დაღლილი არ ვარ და ჩემს ცუგა ღუპისთან ერთად უბანში სკეიტით “საკატაოდ” გავდივარ ხოლმე.

დღეს 21:30სთ-ზე კეთილის მსურველმა პატრულის ეკიპაჟმა გამაჩერა და იმის იმედით, რომ მსუყე ჯარიმას გამომიწერდა, საშვის ქონა არ ქონის საკითხის გარკვევა დაიწყო. ვინაიდან როგორც ექიმი “პრივილეგირებული” და საშვიანი ვარ, გადაწყვიტეს, პირბადის არ ქონის გამო დაჯარიმება. ხაზს ვუსვამ, ამ დრომდე ძალიან მშვიდად და მეგობრულად ვიქცეოდი. ვეცადე ამეხსნა, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა ვარჯიშისას პირბადის ტარება. მითუმეტეს, როცა ირგვლივ კაცი შვილის ჭაჭანება არ არის. ამიხსნეს, რომ კანონი დავარღვიე და მაინც დავჯარიმდებოდი. ისევ ზრდილობიანად და ღიმილით ვეცადე ამეხსნა, რომ ლოგიკის ჩარჩოებს სცდებოდა კანონის მათი ინტერპრეტაცია. პასუხად ჭკუა დამარიგეს, რომ სხვებსაც მივუთითო პირბადის ტარებაზე. ვუთხარი, რომ როგორც ექიმი, სულელურ რეკომენდაციებს არ გავცემ და მისი შენიშვნა მედიცინის თვალსაზრისით დებილობაა. ამ ორი სიტყვის გაგონებაზე შეურაცხყოფის მიყენებისთვის ბორკილების დადებითა და დაკავებით დამემუქრა. რაზედაც ტაში დავუკარი და სიცილი ვერ შევიკავე. აღნიშნულზე პატრულ-ინსპექტორი გაბრაზდა და მომაძახა: ჰო უკარი ტაში, შენ შეიძლება მედიცინაში მაგარი ხარ, მაგრამ მე ჯარიმების წერა მეხერხებაო

მოკლედ მადლობა გადავუხადე და დამშვიდობებას ვაპირებდი ისევ მომაძახა: არც ექიმად ივარგებო! ვკითხე, ეგ არაა შეურაცხყოფა-მეთქი? არა, მე ჩემს კოლეგას ვუზიარებდი საკუთარ აზრსო, მითხრა დამცინავად. ჰო, მეც ჩემ ძაღლს ვეკითხებოდი, პასუხი საჭირო არ იყო-მეთქი ვუპასუხე, ქვითარი ჩავიჯიბე და ვარჯიში განვაგრძე.

P.s. ვინმე გამოცდილმა ამიხსენით სად და როგორ უნდა გავასაჩივრო ?

P.p.s. მოდი და არ გეძინოს მშვიდად წესრიგს ისე იცავე”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved