• რეკლამა
  • კონტაქტი
09:19, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, არც ჩვეულებრივი ჭურვი და არც ატომური ბობი სახელით და გვარით არ ეძებს ადამიანს. ის ქოცის შვილსაც მოხვდება” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
17:23 03-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,608

ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე:

,,საფრანგეთი ევროკავშირის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოა. მაკრონი ამბობს, რომ ამ ქოლგით მთელს ევროპას დავიცავთო.

პოტენციური ბირთვული ომი მიდის შემდეგნაირად: ერთი სახელმწიფო რომ ესვრის მეორეს, ეს მეორე საპასუხოს ესვრის პირველს.

ჰოდა აქ რა კითხვა მაქვს: ვთქვათ, მოსკოვი ესვრის ბერლინს და აცხადებს, რომ საფრანგეთს არ ესვრის და არც აპირებს რომ ესროლოს თუ თავად საფრანგეთმა არ ისროლა; ასეთ შემთხვევაში, გერმანიის გამო, რატომ ჩაიგდებს საფრანგეთი თავს ბირთვული დარტყმის ქვეშ? ფრანგი მოქალაქეები აპატიებენ ამას საფრანგეთის პრეზიდენტს?
ასე რომ, არამგონია საფრანგეთის მფლობელობაში არსებული ბირთვული იარაღი თანაბრად იცავდეს პარიზს და ბერლინს.

ძალიან მოძველდა ის მსოფლიო წესრიგი, სადაც მსოფლიოს მესამე ეკონომიკა და ევროპის პირველი ეკონომიკა – გერმანია – გაეროს უშიშროების საბჭოში არ არის და მას ბირთვული იარაღი არ აქვს.

იგივე ითქმის მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაზე – იაპონიაზე.

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა და ბირთვული იარაღის ფლობა მეორე მსოფლიო ომის შედეგებს ეფუძნება. აქედან გავიდა 80 წელი. მასში დამარცხებულები მსოფლიოს მე-3 და მე-4 ეკონომიკები, დემოკრატიული სახელმწიფოები არიან, არავის უქმნიან საფრთხეს და თავად დგანან თავისუფალი სამყაროს სადარაჯოზე. სამაგიეროდ, მათ თავად ექმნებათ საფრთხე ავტორიტარული დიდი სახელმწიფოებისგან და არ არიან სუვერენულნი/თვითმყოფადნი თავდაცვის საკითხში. ეს არა იმიტომ რომ პატარები არიან, არამედ 1945 წლის ინერციის გამო. ეს უნდა შეიცვალოს. პარიზზე და ვაშინგტონზე უსაფრთხოების გადაბარება ინფანტილიზმია. თუ არმაგედონი დაიწყო, ყველა საკუთარ თავს მიხედავს. ჩვენ გვახსოვს კოვიდ ვაქცინის შექმნის პირველი თვეები – დიდი სახელმწიფოები არავის უზიარებდნენ ვაქცინას, სანამ საკუთარი მოთხოვნილებები არ დაიკმაყოფილეს. ასე და კიდევ უფრო ასე იქნება პოტენციური დიდი ომის დროს.

ახლა ამის წამკითხავი იკითხავს, გერმანიაზე და იაპონიაზე რომ ჯავრობ, ჩვენ რა გვეშველება ამ დიდ ომშიო? თუ დიდი ომი მოხდა, ის პირველ რიგში სუსტებს და პატარებს ჩაყლაპავს, მათ შორის ჩვენც. ამიტომ, ამის თავიდან ასაცილებლად, დიდმა აგრესიულმა სახელმწიფოებმა, პირველ რიგში რუსეთმა, უნდა დაინახონ, რომ დემოკრატიულ სამყაროს აქვს უნარი დაიცვას წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგი, არ დაუშვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უგულებელყოფა. სად უნდა დაინახონ ეს დიდმა აგრესორებმა? პირველ რიგში უკრაინაში.

არც ჩვეულებრივი ჭურვი და არც ატომური ბობი სახელით და გვარით არ ეძებს ადამიანს. ის ქოცის შვილსაც მოხვდება.
რომ არ მოხვდეს, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინამ ომი არ წააგოს და რუსეთს მადა არ გაეზარდოს შემდგომი ომების საწარმოებლად.“

თეგები: ბექა კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved